ამინდისაქართველო

წვიმა, თოვლ-ჭაპი და ქარი – ამინდის პროგნოზი 9-10 ნოემბრისთვის

თბილისში 9-10 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, თუმცა დროდადრო იქროლებს ძლიერი ქარი

9 ნოემბერს, დღის ბოლომდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში ყველგან გაწვიმდება, ზოგან ძლიერად, მაღალ მთაში შესაძლოა თოვლ-ჭყაპიც აღინიშნოს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ასევე ნალექებია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

„თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 10 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ნოემბრის დღის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერი + 27 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის შუადღემდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით + 18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ზესტაფონი) 9 ნოემბრის დღის ბოლომდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო დღის ბოლოდან 10 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში გაწვიმდება, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 9 ნოემბრის საღამომდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან იწვიმებს და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 9 ნოემბრის საღამომდე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან იწვიმებს და გაძლიერდება ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 9 ნოემბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამის საათებში ზოგან გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი) 9 ნოემბრის დღის ბოლომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო ღამით ზოგან შესაძლოა მოთოვოს და ქარიც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება“, – წერს სააგენტო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს ოქტომბერი საქართველოში უფრო თბილი იყო, ვიდრე ზოგადად არის ხოლმე. ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და, მათ შორის, თბილისშიც ყოველდღიური საშუალო ტემპერატურა ნორმასთან შედარებით 1 გრადუსით მაღალი ფიქსირდებოდა.

მისივე თქმით, ოქტომბრის განმავლობაში ყველაზე ცხელი დღეები იყო:

  • თბილისში 29 ოქტომბერს – 28 გრადუსი;
  • ბათუმში 28 ოქტომბერს – 31 გრადუსი;
  • ქობულეთში 28 ოქტომბერს – 30 გრადუსი;
  • ზუგდიდში 28 ოქტომბერს – 30 გრადუსი.

ნოემბერიც იმაზე თბილი იქნება, ვიდრე ამ თვისთვის ჩვეულებრივ არის დამახასიათებელი.

„სანაპირო ზოლში ნოემბერში იქნება ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურა და დანარჩენ ნაწილში – 2 გრადუსით მაღალი”, – განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

ამის მიუხედავად ნოემბერში ცივი დღეებიც გამოერევა – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, ცალკეულ დღეებში ტემპერატურა 3-5 გრადუსამდე დაიწევს, მაღალმთიან რაიონებში კი მოსალოდნელია ყინვა, -4 გრადუსი.

ჩვეულებრივ, ნოემბრის საშუალო ტემპერატურული მაჩვენებლებია:

  • თბილისისთვის – 9 გრადუსი;
  • აღმოსავლეთ საქართველოსთვის – 7-8 გრადუსი;
  • დასავლეთ საქართველოსთვის – 11-12 გრადუსი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close