საზოგადოებასაქართველო

შოვის ტრაგედია: ერთი მოზარდის ცხედრის ძებნა ისევ გრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, შოვში, სტიქიის ზონაში ჯგუფები და ტექნიკა ადგილზე რჩებიან, რადგან ნაპოვნი არ არის დაკარგულთაგან ერთი მოზარდის ცხედარი და გამოძიებაც გრძელდება.

„კიდევ ერთი ადამიანის, არასრულწლოვანის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღესაც არიან ჯგუფები დარჩენილნი, ტექნიკა მუშაობს. გამოძიება მიმდინარეობს.

რომ გითხრათ, რომ გამოიკვეთა ვინმეს ბრალეულობა, ნამდვილად მოგატყუებთ, ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ახალი. ექსპერტიზებიც დასამთავრებელია“ – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც ცნობილია, 12 წლის ბიჭი, რომელსაც ეძებენ, ზაზა მესხის შვილია.

ზაზა მესხი, მისი უკრაინელი მეუღლე – ალინა პოლიკოვსკა და უფროსი ვაჟი, რომელიც მას პირველ მეუღლესთან ჰყავდა, აგრეთვე, მისი 10 წლის გერი გარდაცვლილები იპოვეს.

ბოლოს 10 სექტემბერს იპოვეს 32-ე გარდაცვლილი. დნმ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი ზაზა მესხის 10 წლის გერი იყო.

შოვის ტრაგედიამ, რომელიც 3 აგვისტოს მოხდა და მთელი საქართველო შეძრა, 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც აღვნიშნეთ, 32 გარდაცვლილის ცხედარი ნაპოვნია და იდენტიფიცირებულია. შს მინისტრის თქმით, დაკარგული 12 წლის ბიჭის ძებნა მანამ გაგრძელდება, სანამ მისი პოვნის თეორიული შანსიც კი იარსებებს.

შოვის ტრაგედია – ზაზა მესხის შვილის ძებნა გრძელდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close