ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

ჩეხეთში ციდან მილიონი დოლარი ჩამოცვივდა (ვიდეო)

ჩეხეთში ინფლუენსერმა და წამყვანმა კამილ ბარტოშეკმა, რომელსაც Kazma-ს ფსევდონიმით იცნობენ, შვეულმფრენიდან მილიონი დოლარი გადმოყარა. ამის შესახებ Brainee იუწყება.

თავიდან ეს თანხა ერთ ადამიანს უნდა მოეგო. კონკურსის პირობის თანახმად, მონაწილეებს უნდა გაეშიფრათ კოდი Kazma-ს საავტორო ფილმში Onemanshow: The Movie. ამის გაკეთება ვერავინ შეძლო, ამიტომ ინფლუენსერმა ალტერნატიული გეგმა მოიფიქრა.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ გადაწყვიტა, მილიონი დოლარი, ერთდოლარიანი კუპიურებით, იმ 100-ათას ადამიანს მისცეს, რომლებიც მის საიტზე არიან დარეგისტრირებულები და მათ ელექტრონული წერილი გაუგზავნა კოდირებული ინფორმაციით, სად და როდის გადმოყრიდა ფულს შვეულმფრენიდან.

მათ, ვინც სწორად გაშიფრა ადგილი და დრო და დროულად მივიდა ქალაქ ლისას ახლოს მდებარე ველზე, შეეძლოთ იმდენ კუპიურას დაუფლებოდნენ, რამდენის დაჭერასაც შეძლებდნენ. ასეთი დაახლოებით 4 ათასი ადამიანი აღმოჩნდა. ყველა კუპიურის შესაგროვებლად მათ ერთი საათი დასჭირდათ. უცნობია, ყველაზე მეტი თანხა ვინ შეაგროვა და რამდენი, თუმცა თუ ჩავთვლით, რომ ყველამ თანაბარი რაოდენობის ერთდოლარიანის დაჭერა და აკრეფა შეძლო (ანუ საშუალო მაჩვენებელს გამოვიანგარიშებთ), გამოდის, რომ თითო ადამიანს 250 ერთდოლარიანი კუპიურა ერგო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close