საზოგადოებასაბერძნეთი

ათენის ცენტრში, წმინდა პანტელეიმონის ტაძარში, რომელსაც მრავალრიცხოვანი ქართული მრევლი ჰყავს, დააკავეს სირიელი მამაკაცი დანითა და ყურანით (ვიდეო)

19 ოქტომბრის საღამოს, დაახლოებით 7 საათზე ათენის ცენტრში, წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში სირიის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ჩანთაში დანა და ყურანი აღმოუჩინეს.

როგორც ბერძნული მერია წერს, ერთ-ერთმა ეკლესიის მსახურმა შეამჩნია, რომ ტაძარში უცხო მამაკაცი შევიდა, რომელიც უცნაურად იქცეოდა და პოლიცია გამოიძახა. უცნობმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა. ჩხრეკის შედეგად მის ჩანთაში დანა და ყურანი აღმოაჩინეს. იგი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი სირიის მოქალაქეა, იგი დაახლოებით ერთი წლის წინათ იგი იმავე ეკლესიაში ლიტურგიის დროს მიკროფონთან მივიდა და არაბულად დაიწყო საუბარი. მაშინ იგი ტაძრიდან გააძევეს და ინციდენტი ამით ამოიწურა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ წმინდა პანტელეიმონის ტაძარში რეგულარულად ტარდება წირვა ქართულ ენაზე და ამ ეკლესიას მრავალრიცხოვანი ქართული მრევლი ჰყავს.

გიორგი ჯანელიძე

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც ერთი წლის წინანდელ ინციდენტს ასახავს:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close