დღის თემასაზოგადოება

თაბორის მთა – ადგილი, სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა

თაბორის მთა მდებარეობს გალილეის ცენტრში. მართლმადიდებლური ტაძარი თაბორის მთაზე 1911 წელს აიგო ელენე დედოფლის მიერ აშენებული და შემდგომ ურჯულოთაგან დანგრეული ეკლესიის ადგილზე. მისი საკურთხეველი მდებარეობს იქ, სადაც უფალმა ფერი იცვალა.

ფერისცვალების დღესასწაულზე, ყოველი წლის 19 აგვისტოს ამ ტაძარს მადლმოსილი ღრუბელი ადგება. სადაც მაცხოვარმა ფერი იცვალა, ის ადგილი კათოლიკეების ხელშია, მაგრამ იმ ტაძრიდან წამოღებული ქვის ნაწილებით ცოტა ქვევით აშენებულია მცირე ზომის ტაძარი, სადაც რუმინელი დედები მსახურობენ.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების თანახმად, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველები გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. შემდეგ მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა გაისმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს) – მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს – თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და სხვა ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

კვანტური გადასვლა გამოცხადებას ეხმიანება?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close