fbpx
საზოგადოებასაქართველო

მართლმადიდებელი ეკლესია ​ფერისცვალებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს.

ფერისცვალების დღესასწაული 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების თანახმად, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

მაცხოვარს ზეციური დიდებით მოსილი მოსე და ილია წინასწარმეტყველები გამოეცხადნენ. ისინი უფალთან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში ელოდა. შემდეგ მოციქულებს თავს ელვარე ღრუბელი დაადგა, საიდანაც ღვთის ხმა გაისმა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). ხილვით შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხნენ, როდესაც აიხედეს, მათ წინაშე მხოლოდ იესო იდგა. მან გააფრთხილა მომავალი მოციქულები, რომ ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს) – მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს – თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close