კინო/ფილმებილიტერატურა/წიგნებიქართველები უცხოეთში

ნინო ხარატიშვილის ბესტსელერის „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მიხედვით ჰოლივუდში სერიალს გადაიღებენ

გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის საერთაშორისო ბესტსელერის, რომან „მერვე სიცოცხლის“ მიხედვით სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ.

ინფორმაციას The Hollywood Reporter“-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნინო ხარატიშვილის წიგნის სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა“ და „ემის“ მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ, მათ შორის, კომპანია Germany’s Amusement Park-ი, რომელიც გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით გადაღებული ოსკაროსანი ფილმის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ პროდიუსერი იყო.

„მერვე სიცოცხლე“ – ეს არის თამამი, ემოციური და სუვერენული ლიტერატურული ნაწარმოები, რომელშიც ისმის იმ ეპოქის ქალების ძლიერი ხმა და, არსობრივად, ჩვენი ეპოქისაც. ეს რომანი თავად ითხოვს სერიალად გადაღებას, – განაცხადეს Amusement Park-ის პარტნიორებმა, გრუნერტმა და ფონ კინლინმა. – აღფრთოვანებულები ვართ, რომ ამ ამბიციური პროექტის ნაწილი ვიქნებით და The Ink Factory-ში ჩვენს ძველ თანამშრომლებთან და შოურანერ სარა ლამბერტთან ერთად ვიმუშავებთ“.

„მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის მესამე რომანია. ეს ეპიკური საგა ერთი ქართული ოჯახის 8 თაობის ისტორიაა 1900 წლიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე. დიდი მოცულობის (1275-გვერდიანი) რომანი 2014 წელს გამოვიდა გერმანულ ენაზე და ძალიან მალე იქცა ბესტსელერად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ცხადია, საქართველოშიც. ამ წიგნისთვის ნინო ხარატიშვილმა 2018 წელს გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, ბერტოლტ ბრეხტის პრემია მიიღო. 2020 წელს რომანის ინგლისურენოვანი თარგმანი ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში მოხვდა.

ნუცა ყაველაშვილი

ამავე თემაზე: როგორ „გამაცნო“ მილანში იტალიელმა გოგონამ ქართველი მწერალი

როგორ „გამაცნო“ მილანში იტალიელმა გოგონამ ქართველი მწერალი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close