ხელოვნებაარტისტისაქართველო

იტალიური სცენის ლეგენდა, 80 წლის ალ ბანო საქართველოში კონცერტს გამართავს

ლეგენდარული იტალიელი მუსიკოსი ალ ბანო საქართველოში კონცერტს გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ ავრცელებს.

კონცერტი მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ალ ბანო (ალბანო ანტონიო კარიზი – იტალ.Albano Antonio Carrisi) 30-მდე ალბომის ავტორია. მზეთუნახავ მეუღლესთან, რომინა პაუერთან ერთად შესრულებული მისი ბევრი სიმღერა 80-იან წლების ჰიტად იქცა და საქართველოშიც ძალიან პოპულარული იყო, განსაკუთრებით სიმღერები – Felicita, Sempre Sempre და სხვ., თუმცა ქართველ მსმენელს ალ ბანოს ცოცხალი შესრულება საქართველოში აქამდე არ მოუსმენია.  

ამავე თემაზე: მას ინტერპოლთან ერთად სიცილიური მაფიაც ეძებდა – ტრაგედია, რომელმაც ბედნიერებაზე მომღერალი წყვილი დააშორა

მას ინტერპოლთან ერთად სიცილიური მაფიაც ეძებდა – ტრაგედია, რომელმაც ბედნიერებაზე მომღერალი წყვილი დააშორა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close