კრიმინალისაქართველო

რუსთაველი ახალგაზრდა, რომელიც ოჯახს მონასტერში ეგონა, მოკლული იპოვეს – მკვლელები მოკლულის ტელეფონიდან ემიგრანტ დედას მესიჯებს უგზავნიდნენ

26 წლის რუსთაველი ახალგაზრდა კაცი, გიორგი მირზაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში 4 თვის წინ მოკლეს და შემდეგ კი ჭაში ჩააბეტონეს.

როგორც გაირკვა, მას სავარაუდო მკვლელთან წარსულში უთანხმოება ჰქონდა. გიორგი კახეთში მოტყუებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი თავის არეში ქვის ჩარტყმით მოკლეს.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკვლელი მოკლულის პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობდა, რუსთაველი ახალგაზრდა კაცის სახელით მისი ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს სწერდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. იგი გიორგის ემიგრაციაში მყოფ დედას ატყობინებდა, ვითომ მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ.

ბრალდებულმა 4 თვის შემდეგ დანაშაული თავად აღიარა.

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ადამიანი დააკავა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close