მსოფლიოსაზოგადოება

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის – 2023 წლიდან შობა 25 დეკემბერს აღინიშნება

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პირველი სექტემბრიდან ახალ კალენდარზე გადავა. ეს გადაწყვეტილება საეკლესიო კრებამ მიიღო. ამის შესახებ მედია წერს. მანამდე იგივე გადაწყვეტილება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო.

ახალი კალენდრის თანახმად, 2023 წლიდან უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამასთან ერთად, შეიცვლება სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც. ერთადერთი გამონაკლისია აღდგომა – ახალი კალენდარი აღდგომის დღესასწაულს არ შეეხება.

ახალ კალენდარზე გადასვლა ოფიციალურად 2023 წლის 27 ივლისს უნდა დაამტკიცოს ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ, თუმცა ეს უკვე ფორმალობაა, რადგან, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ ყოფილა, რადგან იყო საშიშროება, რომ  ხალხი არ მიიღებდა ცვლილებას და საეკლესიო დღესასწაულებს ძველი კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ განწყობები შეიცვალა და უკრაინელების უმრავლესობამ რეფორმას მხარი დაუჭირა.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი  2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესგან და ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი გახდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close