მიგრაციამსოფლიო

„ფლორიდას არ გაეკაროთ!“ – გაფრთხილება აშშ-ში მექსიკიდან შესულ ქართველ ემიგრანტებს (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელი Ilia Ilo Kobula  ამერიკაში ჩასულ მიგრანტებს საყურადღებო ინფორმაციას უზიარებს. გაფრთხილება მექსიკიდან შესულ იმ მიგრანტებს ეხებათ, რომლებიც ფლორიდის შტატში აპირებენ გადასვლას. 

გავრცელებული ცნობით, ფლორიდის შტატში საიმიგრაციო კანონმდებლობა გამკაცრდა და ამიტომ არ  ურჩევენ ემიგრანტებს ფლორიდის შტატში ჩასვლას.

„ვინც ხართ შემოსული მექსიკიდან და ჯერ არ აგიღიათ ე.წ. სოუშელი და სამუშაო უფლება, ანუ ამერიკული პირადი ნომერი, არავითარ შემთხვევაში ფლორიდას არ გაეკაროთ. რამდენადაც გავიგე, სამი ადამიანი უკვე ჩამოსვეს მანქანიდან და გაადეპორტეს საქართველოში. იმიტომ, რომ თქვენ არ გაქვთ სამუშაო უფლება და კანონს არღვევთ. მოკლედ, სანამ ამ საბუთებს არ აიღებთ არ გაეკაროთ ფლორიდას, ვისაც დეტალურად გაინტერესებთ, წაიკითხეთ ეს დოკუმენტი, რომელიც 43-გვერდიანია ან დაუკავშირდით ადვოკატებს“, –  აფრთხილებს ილო ქობულია თანამემამულეებს.

ცნობისათვის: ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი რესპუბლიკური პარტიიდან, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.

ვიდეოს სანახავად გადადით ამ ბმულზე:

https://www.facebook.com/reel/762915205329351?fs=e&s=m

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close