მედიცინა

ორმა ელექტრონულმა იმპლანტმა პარალიზებულ კაცს გავლის საშუალება მისცა

ელექტრონულმა იმპლანტების დამონტაჟების შემდეგ, პარალიზებულმა კაცმა სიარული დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის ნიდერლანდელი გერტ-იან ოსკამი 12 წლის მომხდარი ავარიის შემდეგ ვერ დადიოდა. მან შვეიცარიელი მეცნიერების ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, რასაც საოცარი შედეგი მოჰყვა.

პაციენტს ორი იმპლანტი ჩაუდგეს – ერთი თავის ტვინში, მეორე კი ხერხემალზე. როდესაც ოსკამს გავლა უნდა, ის ამაზე ფიქრობს და მის ტვინში მომუშავე იმპლანტი შესაბამის სიგნალს აწვდის ხერხემალზე დამონტაჟებულ მოწყობილობას, ნერვულ უჯრედებს კი ეს სიგნალი ფეხებში გადააქვთ. შედეგად, კაცი ნაბიჯს დგამს.

„თავს ჩვილად ვგრძნობ, რომელიც სიარულს ხელახლა სწავლობს. ეს ხანგრძლივი გზა იყო, მაგრამ ახლა შემიძლია ავდგე და ჩემს მეგობრებთან ერთად ლუდი დავლიო. ბევრი ადამიანი ვერ იაზრებს რამხელა სიამოვნებაა ეს“, – განაცხადა ოსკამმა.

სპეციალისტები ამ მიღწევას შთამბეჭდავს უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კვლევა ჯერ საწყის ეტაპზეა და მრავალი წელია საჭირო, სანამ ეს ტექნოლოგია პარალიზებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close