მსოფლიოშეუცნობელი

სამკუთხა ფორმის ამოუცნობი შავი ობიექტი 10 წუთის განმავლობაში დაფრინავდა კალიფორნიის თავზე (ვიდეო)

გიგანტური „შავი სამკუთხა“ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც კალიფორნიის სამხედრო ბაზის თავზე დაფრინავდა, ექვს ვიდეოში გადაიღეს და 50 ამერიკელი საზღვაო ქვეითი შეესწრო, – წერს dailymail-ი.

2021 წლის 20 აპრილს ოფიცრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს უდაბნოს მთების კიდეებზე განათებული აშკარად სამკუთხა ობიექტი. თვითმხილველები ამბობენ, რომ ის 10 წუთის განმავლობაში გაჩერდა ცაზე.

20:29 საათზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოზე ჩანს, რომ სამხედროებმა ცაში რაკეტა ისტოლეს, რათა გაენათებინათ ობიექტი, რომელსაც ხუთი წითელი შუქი ჰქონდა.

თუმცა სანამ „შავ სამკუთხედს“ სრულად გაანათებდნენ, ის უკვალოდ გაქრა.

თვითმხილველების თქმით, ამოუცნობი ობიექტის ზომა ფეხბურთის მოედნის სიგრძის დაახლოებით ნახევრამდე იქნებოდა.

primetime.ge

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close