ტექნოლოგიებირჩევები
როგორ შევამოწმოთ, ვის გავუგზავნეთ მეგობრობის თხოვნა FACEBOOK-ზე საკუთარი სურვილის გარეშე
Facebook შეფერხებით მუშაობდა. მომხმარებელთა ცნობით, მეგობრობის მოთხოვნები შესაბამის ღილაკზე დაჭერის გარეშე უკონტროლოდ იგზავნებოდა.
როგორც ქართველი მომხმარებლებისგან ვიგებთ, მეგობრობის შემოთავაზებიდან (People you may know-იდან) მეგობრობის მოთხოვნები ავტომატურად იგზავნება.
გაიგეთ, როგორ უნდა ნახოთ, ვის გაუგზავნეთ თქვენდა უნებურად მოთხოვნა: ვიწყებთ აქტივობის ჟურნალიდან (Activity log) გადადით საკუთარ პროფილზე; აირჩიეთ სამი წერტილი; დააჭირეთ აქტივობის ჟურნალს.
შემდეგში კავშირების გრაფას (Added friends) აირჩევთ და გაგზავნილ მოთხოვნებსაც (Sent friend requests) აქედან იხილავთ. სურვილის შემთხვევაში შეძლებთ მათ „გამოთხოვნასაც“.
primetime.ge
კომენტარები