მსოფლიოსაზოგადოება
პარიზში, გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეთა 90 პროცენტი ელექტროსკუტერების აკრძალვას მხარს უჭერს


პარიზში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მოქალაქეთა 90% მხარს უჭერს ელექტროსკუტერების აკრძალვას.
ოფიციალური მონაცემებით, გამოკითხვაში მონაწილეობა 103 000-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 91 300-მა საკუთარი პოზიცია ელექტროსკუტერების წინააღმდეგ დააფიქსირა.
რეფერენდუმი მას შემდეგ დაინიშნა, რაც საფრანგეთის დედაქალაქში ელექტროსკუტერების გამოყენებით დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა.
შეგახსენებთ, რომ პარიზი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელმაც ელექტროსკუტერები შემოიღო, თუმცა, კრიტიკოსების თქმით, მათ უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სარგებელი. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა გამოუსადეგარი სკუტერები, რომლებსაც მოქალაქეები ქალაქის პარკებში და მოედნებზე ტოვებენ.
1tv.ge