ვიდეოხელოვნება

ევროვიზიის წლევანდელი გამარჯვებული შვედეთი გახდა (ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში ევროვიზია 2023-ის ფინალური კონცერტი გაიმართა. წლევანდელი გამარჯვებული ქვეყანა შვედეთი გახდა – Loreen-ი სიმღერით Tattoo, რომელმაც ჯამში 583 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც შვედეთი იქნება. აღსანიშნავია, რომ ბუკმეკერები სწორედ შვედეთს უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას (ფინალური კონკურსის წინ მათი პროგნოზით, Loreen-ს გამარჯვების შანსი 43% იყო, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე მეორე პოზიციაზე მყოფი ფინეთის). 

აღსანიშნავია, რომ Loreen-მა ევროვიზიის კონკურსზე გამარჯვება მეორედ მოიპოვა, პირველად –  2012 წელს.

მეორე ადგილზე ფინეთი გავიდა, მესამეზე – ისრაელი.

სომეხმა მომღერალმა ბრიუნეტმა მე-14 ადგილი დაიკავა.

საქართველოს წარმომადგენელი ირუ კონკურსს ნახევარფინალიდან გამოეთიშა.

2023 წლის ევროვიზიაზე, წლევანდელი წესების თანახმად, ნახევარფინალიდან კონკურსანტის ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა.

ფინალურ შოუზე კი ხმის მიცემაში ჟიურიც ჩაერთო ხალხთან ერთად.

საქართველოდან ჟიურიმ მაქსიმალური – 12 ქულა ბელგიას მიაკუთვნა, რომელმაც მე-7 ადგილი დაიკავა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close