ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 15 – 21 მაისი

15 მაისიდან 18 მაისამდე მთვარის კლების პერიოდია, 19 მაისს ახალმთვარეობაა, შემდეგ კი ჩვენი პლანეტის თანამგზავრი ზრდის ფაზაში გადავა. ეს ორაზროვანი პერიოდია ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, 15 მაისიდან 21 მაისამდე კვირის ჰოროსკოპი კი მრავალფეროვან მოვლენებს გვპირდება. სიხარულს მცირე უსიამოვნებები ჩაანაცვლებს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, რომ გარდამავალი ეტაპი რაიმე სახის უარყოფით გავლენას მოახდენს თქვენს ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. უახლოეს დღეებში ბევრი სირთულე თავისთავად მოგვარდება, მაგალითად, იპოვით შესაძლებლობას, გადაიხადოთ ძველი დავალიანება, მოაგროვოთ სახსრები დიდი ხნის ნანატრი შენაძენისთვის ან ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ საკუთარი პირადი ბიზნესის დასაწყებად.

 

ვერძი

ამ კვირაში მყარად უნდა იდგეთ ფეხზე და ეცადოთ, ნაკლებად იყოთ სხვებზე დამოკიდებული. მზად იყავით კრიტიკის მოსასმენად თქვენთვის სრულიად მოულოდნელი მხრიდან. მიიღეთ ობიექტურად კრიტიკა და შეეცადეთ გააანალიზოთ თქვენი ქმედებები სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ხუთშაბათს პირად ცხოვრებაში სიახლეები გაგახარებთ. შაბათს ვარსკვლავები 100 პროცენტით დატვირთულ დღეს გიწინასწარმეტყველებენ: თქვენ თვითონ არ დატოვებთ თავისუფალ დროს არცერთ წუთს, შეადგენთ გეგმას და ახალ მიზნებს დასახავთ. აი, კვირა დღე კი უმჯობესია მთლიანად დაუთმოთ კარგ დასვენებას ბუნებაში.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კურო

ამ კვირაში მოერიდეთ კომენტარის გაკეთებას ვინმეს მოსაზრებებსა და განცხადებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები გექნებათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ეს საშუალებას მოგცემთ, გამარჯვებული გამოხვიდეთ სიტუაციიდან და თქვენს მიზანს მიაღწიოთ. თქვენს ტიტანურ შრომას ხელმძღვანელები და კოლეგები დააფასებენ. შეგიძლიათ დამსახურებულ ჯილდოს ელოდოთ. იფიქრეთ ახალი პროფესიული უნარების დაუფლებაზე. შაბათ-კვირას დაივიწყეთ სამსახურის და სახლის საქმეები, თავს კარგი დასვენების უფლება მიეცით და წინასწარ იზრუნეთ, რომ დრო მშვიდ და კომფორტულ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ტყუპი

ამ კვირაში ბევრი თქვენგანი შეძლებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ახალი პერსპექტივების აღმოსაჩენად. დიდი შანსია, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც შეძლებს თქვენი ჩვეული ცხოვრების წესის შეცვლას და მასში რაღაც ახლის შემოტანას. თქვენს საყვარელ ადამიანს შეუძლია მოულოდნელად რომანტიკული პაემანი მოგიწყოთ და დაქორწინების წინადადებითაც კი გაახაროთ. სამსახურში ნუ მოგერიდებათ გამოავლინოთ თქვენი ორგანიზატორული და ლიდერული თვისებები, ასევე, შემოქმედებითი შესაძლებლობები. წარმატება და მოგება გელით. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ სანუკვარი სურვილები იმ მომენტში აგისრულდებათ, როცა სასწაულის იმედი თითქმის გადაგეწურებათ.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში მოსალოდნელია გარკვეული დაძაბულობა იმ საკითხების გამო, რომლებიც თქვენთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ მაინც ახდენს თქვენზე გავლენას. შეეცადეთ, დაალაგოთ აზრები და პროფესიულ საკითხებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ.  შესაძლებლობა გექნებათ, რეპუტაცია გაიმყაროთ და თქვენი ავტორიტეტი გაზარდოთ, ხელიდან არ გაუშვათ ეს შანსი. კარგი დროა ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად. კვირის მეორე ნახევარში შეგიძლიათ მარტივად დაამყაროთ კონტაქტები, გაიცნოთ და დაუახლოვდეთ საჭირო და საინტერესო ადამიანებს. პარასკევს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. შაბათ-კვირას დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოინახულეთ და დრო მათთან ერთად გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

 

ლომი

ამ კვირაში საბოლოოდ დამტკიცდება მნიშვნელოვანი გარიგება, რომელიც მომავალში კარგ მოგებას მოგიტანთ. გადაუჭრელი საკითხი, რომელიც გაწუხებთ, დიდი ალბათობით, დადებითად მოგვარდება. ეს დაძაბულობას მოგიხსნით და, ამავდროულად, თქვენს შრომისუნარიანობას და შედეგიანობას გაზრდის. შუა კვირაში შესაძლოა კომუნიკაციის წრე გაფართოვდეს. სავარაუდოდ, მოგიწევთ, რომ მოგზაურობისთვის მოემზადოთ. საინტერესო ნაცნობობა ხელს შეუწყობს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს. პარასკევს ენერგიის მომატებას იგრძნობთ, ამ დღეს ბევრის გაკეთება შეგიძლიათ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით. შაბათ-კვირა უმჯობესია ოჯახთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 19, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ქალწული

ეს კვირა ხელსაყრელია სწავლისა და ახალი სამუშაოს მოსაძებნად. ორშაბათს თქვენს ავტორიტეტს შეუძლია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გადაარჩინოს კოლაფსისგან, მოემზადეთ პასუხისმგებლობის აღებისთვის. სამშაბათს და ოთხშაბათს, ვარსკვლავების დადებითი გავლენის გამო, ბევრი რამ თავისით, ინერციით მოგვარდება. ნურავისთან იკამათებთ, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მართალი ხართ. სახლის ატმოსფერო თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს. კვირის ბოლოს მოემზადეთ მოულოდნელი საინტერესო მოგზაურობისთვის.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 15.

 

სასწორი

ამ კვირაში ცხოვრების ყველა სფეროში გაუმჯობესებას შეამჩნევთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში საუკეთესო განწყობა გექნებათ. ბევრი თქვენგანისთვის ეს კვირა პროფესიულ სფეროში ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იქნება. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, გამოავლინეთ ინიციატივა სამსახურში და შესაძლოა ჯილდოც დაიმსახუროთ. ხუთშაბათს თქვენი გეგმები შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს, რადგან სურვილი გექნებათ, რომ თქვენს პირად ცხოვრებას საიდუმლო და ზღაპრული შტრიხი შემატოთ. შაბათ-კვირას საოჯახო საქმეები მოაგვარეთ და შეეცადეთ, მეგობრებთან ერთადაც გაერთოთ.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მორიელი

თქვენი მონდომება, აქტიურობა და საქმიანი გადაწყვეტილება ამ კვირაში შეუმჩნეველი არ დარჩება. კარგი კვირაა კარიერის ზრდისა და ახალი ბიზნესპროექტების დასაგეგმად. დაუჭირეთ მხარი მხოლოდ მათ, ვინც თქვენს ნდობას იმსახურებს და ვისი აზრიც ნამდვილად მნიშვნელოვანი და საინტერესოა, წვრილმან საკითხებზე  ნუ დაკარგავთ დროს და ენერგიას. ეს კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება მათთვის, ვისაც პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს.  შეეცადეთ ყურადღებიანი და დამთმობი იყოთ ახლობელი ადამიანების მიმართ, აპატიეთ მათ მცირე ნაკლოვანებები და სისუსტეები და ნუ გაუნაწყენდებით. მალე თავად მიხვდებიან და აღიარებენ საკუთარ შეცდომებს.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მშვილდოსანი

ყველაფერი უფრო მარტივად და მშვიდად მიიღეთ, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ყველა იმ ამოცანის გადაწყვეტას, რომელიც თქვენ გარშემო იჩენს თავს. სამშაბათს თქვენი მოქმედებები ყველაზე პატარა დეტალამდე დაგეგმეთ, ეს დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ არასასურველი სიტუაციები. ხუთშაბათს მოერიდეთ უხეშ სიტყვებს და დაუგეგმავ მოგზაურობებს. კვირის ბოლოს გექნებათ შანსი, სამსახური შეიცვალოთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით და ისე გადაწყვიტეთ – ღირს ახალი საქმის დაწყება, თუ ჯობია ჯერჯერობით ყველაფერი ისე დატოვოთ, როგორც არის?

სასიკეთო დღეები: 17, 18.

არასასიკეთო დღე: 20.

 

თხის რქა

სასურველია, არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება შორეული მომავლისთვის და  პირად ცხოვრებაში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ. კომუნიკაბელურობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები და არ ინერვიულოთ მოულოდნელი წარუმატებლობის შემთხვევაში. უბრალოდ, თქვენი შეცდომები გამოასწორეთ და მიზანს მალე მიაღწევთ. კვირის ბოლოს სასურველია უყოყმანოდ თქვათ უარი სათავგადასავლო გეგმებზე და შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 20, 21.

არასასიკეთო დღე: 18.

 

მერწყული

არასასურველია გრანდიოზული გეგმების დასახვა, ახლა მცირე საქმეების თეორია იმუშავებს. ალბათ იძულებული იქნებით, ერთდროულად მოაგვაროთ მრავალფეროვანი საქმიანი პრობლემები. შეიძლება შუამავლის როლის შესრულება დაგჭირდეთ მეგობრების ან საყვარელი ადამიანების თხოვნით. თქვენი მოქნილობა და სხარტი გონება შესაძლებლობას მოგცემთ, სწრაფად და წარმატებით გაუმკლავდეთ ბევრ საკითხს, განსაკუთრებით ორშაბათს და პარასკევს. შაბათ-კვირას გართობის, მოგზაურობის ან ახლობლებთან სტუმრობის დროა.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

თევზები

ამ კვირაში, ვარსკვლავების ხელსაყრელი გავლენის გამო, ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებები გელით. რომანტიკული ურთიერთობები შესანიშნავ განწყობას შეგინარჩუნებთ. სტუდენტებს, სავარაუდოდ, კარგი შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი თავი და ახლობლები თავიანთი აკადემიური მიღწევებით გაახარონ. შესაძლებელია სამოგზაუროდ წახვიდეთ, ახლობლები მოინახულოთ. წარმატებას გპირდებიან ფინანსურ სექტორშიც, თუმცა აქ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. შეეცადეთ, ზედმეტად არ დაიტვირთოთ და ალკოჰოლურ.  სასმელსაც მოერიდეთ.

სასიკეთო დღეები: 16, 21.

არასასიკეთო დღე: 19.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close