ვიდეოსპორტი

ვარლამ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა, გელა ზაალიშვილმა – ბრინჯაო (ვიდეო)

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემის პრესტიჟული ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებიდან ხუთი ძიუდოისტი ასპარეზობდა, რომელთაგანაც სამი ფინალურ ბლოკში გადავიდა. 

ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ტიტულიანმა ქართველმა  ძიუდოისტმა ფინალში ჯერ ვაზარით, ხოლო შემდეგ შებოჭვით ავსტრიელი ფარა დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა 100 კგ წონით კატეგორიაში.

 

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა წარმატებით დაასრულა გელა ზაალიშვილმა (+100). მან რეიტინგის პირველი ნომერი, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი ორი ეფექტური გდებით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) მესამე ადგილისთვის თურქ ოზთურქს შეხვდა და 3 გაფრთხილებით დამარცხდა.

ონისე სანებლიძე (100 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ტაშკენტის გრანდ სლემი საქართველოს ნაკრებმა სამი სხვადასხვა სინჯის მედლით დაასრულა – შეგახსენებთ, რომ შეჯიბრის პირველ დღეს (3 მარტი) ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close