სპორტი

ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ტაშკენტის გარნდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში დღეს დაიწყო გრანდ სლემის პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში.

პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას 3 ძიუდოისტი იცავდა დაფინალურ ბლოკში ორი ქართველი გადავიდა – ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ).

ეთერ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში ტაიპეის წარმომადგენელი ლინი დამატებით დროში დაამარცხა, ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი მსოფლიო ჩემპიონს, იაპონელ მომო ტამაოკის დაუპირისპირდა და დამარცხდა.

დანარჩენი ძიუდოისტები მედლების გარეშე დარჩნენ. ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ აზერბაიჯანელ იუსიფოვთან წააგო და ბრინჯაოს მედალს ვერ დაეუფლა.

ამირან დარბაისელი (60კგ) კი ტურნირს პირველივე შეხვედრის შემდეგ გამოეთიშა.

ხვალ ტაშკენტის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ერთი წევრი, ლევან გუგავა (81 კგ) იჭიდავებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close