ვიდეოხელოვნება

სატელევიზიო ეთერიდან სიმღერით გადახდილი მადლობა ემიგრანტ დედას (ვიდეო)

„დედის დღეს“ მომღერალმა ანა უზნაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა, საქართველო“ თავის ემიგრანტ დედას სიმღერა მიუძღვნა.

ანამ  სიმღერა ბავშვობაში დაიწყო. მამამისი, ლოტბარი დავით უზნაძე ცნობილი ვოკალური ანსამბლის – „ფესვების“ ხელმძღვანელია; დედა – თამარ ესებუა პროფესიით მომღერალია, თეატრალური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. გოგონას მუსიკალურ არჩევანზეც სწორედ მშობლების ფაქტორმა და, რა თქმა უნდა, ნიჭმა და არაჩვეულებრივმა ვოკალურმა მონაცემებმა იმოქმედა.

15 წლის მომღერალი ამბობს, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება მის შინაგან სამყაროსთან თანხვედრაშია, ამიტომ მისი სიმღერების შესრულება განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს და „დედის დღეს“ სწორედ ინოლას სიმღერა მიუძღვნა თავის ემიგრანტ დედას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close