საზოგადოებასაბერძნეთი

დღეს ათენის მთავარ მოედანზე სტუდენტთა მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართება – „ამ მატარებელში ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა ყოფილიყო“

დღეს საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუდენტთა მარში და მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართება. ახალგაზრდები სინდაღმის მოედანზე პროტესტის გამოსახატად საღამოს 7 საათზე შეიკრიბებიან. 

„ვდარდობთ ათობით ახალგაზრდა ადამიანის უსამართლო დაკარგვას, გვინდა ვიცოდეთ სიმართლე“, – ამ ლოზუნგით ჩატარდება 3 მარტს ათენში მდუმარე საპროტესტო აქცია. მასში მონაწილეობის შესახებ ორგანიზაციამ „სოლიდარობა ყველასათვის“ («Αλληλεγγύη για Όλους») განაცხადა:

„განვიცდით ენით აუწერელ ტრაგედიას, დავტირით ათობით ადამიანის, ძირითადად, ახალგაზრდების უსამართლო დაღუპვას, ვითხოვთ სიმართლეს! ვმონაწილეობთ მდუმარე პროტესტში სინდაღმის მოედანზე 3 მარტს, 19:00 სთ-ზე“.

ათენის სტუდენტთა საკოორდინაციო კომიტეტი ყველა სტუდენტს და მასწავლებელს მოუწოდებს, შეუერთდეს საპროტესტო აქციას ტემპის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად.

ისმის მოწოდებები, ანალოგიური აქციები საბერძნეთის სხვა ქალაქებშიც ჩატარდეს.

საბერძნეთის დედაქალაქის სტუდენტთა საკოორდინაციო კომიტეტი „გულითად სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და იმედოვნებს, რომ დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან“.

„ამ მატარებელში შეიძლებოდა ნებისმიერი  ყოფილიყო და თითოეული ჩვენგანი, ჩვენი და-ძმა თუ მეგობრები. მხოლოდ რისხვას და დარდს ვგრძნობთ ათობით დაღუპულთა, მათი ოჯახების გამო“, – ციტირებს ბერძნული მედია კომიტეტის განცხადებას.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close