მსოფლიო

ესპანეთში ორწლიანი გვალვის გამო წყალზე შეზღუდვა დაწესდება – ელოდება თუ არა ევროპას წყლის კრიზისი

ჩრდილოეთ ესპანეთში, კატალონიაში გვალვის გამო, რომელიც უკვე 2 წელია გრძელდება, წყლის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდება.

ზომები 224 მუნიციპალიტეტს შეეხება, მათ შორის, ბარსელონასა და ჟირონას.

წყლის სისტემა, რომელიც რეგიონს ამარაგებს, თითქმის 25-თვიანი გვალვის გამო მხოლოდ 27 პროცენტით არის სავსე.

ქვეყანაში აიკრძალება კერძო ბაღებისა და საჯარო სივრცეების მორწყვა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისას კი 40%-ით უნდა შემცირდეს წყლის მოხმარება.

გვალვა მხოლოდ ესპანეთს არ უქმნის პრობლემებს.

იტალიაში, საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც უკვე მეორე წელია, მცირე ნალექია. აქ წვიმა და თოვლი იშვიათობაა.

საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ზომების მიღებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში წყლის კრიზისია მოსალოდნელი.

საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი ბერანჟერ კუიარი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოქმედება და გეგმის შემუშავება. მისი შეფასებით, ამ საკითხში ისინი მეზობელ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩებიან. ბერანჟერ კუიარი აღნიშნავს, რომ  საჭიროა ახალი მილები,  რადგან ბევრ ადგილას წყალი ჟონავს, ამიტომ დანაკარგი საკმაოდ დიდია.

საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში ცდილობენ, დროულად შეიმუშაონ გეგმა წყალთან დაკავშირებით.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close