მიგრაციასაზოგადოებასაქართველო

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

NDI-ს კვლევის დღეს გამოქვეყნებული შედეგებში დასმულ კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ, გამოკითხულთა 76% აცხადებს, რომ არ არის მოსალოდნელი, 20%-ს მოლოდინი აქვს, რომ საზღვარგარეთ წავა, ხოლო 4%-ს პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს.

კვლევის მიხედვით, ემიგრაციაში წასვლას ყველაზე მეტად 18-34 ასაკობრივ კატეგორიაში განიხილავენ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ემიგრაციაში წასვლაზე გამოკითხულთა 29% ფიქრობს, 35-54 ასაკობრივ კატეგორიაში კი – 26%.

ამავე კვლევით ირკვევა, რომ თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს. გამოკითხვამ ცხადყო, რომ ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ, ვიდრე ქალები. ამასთან, ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.

კვლევა 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-1.6 პროცენტია.

NDI-ს კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close