ისტორიაnewsიტალია

იტალიის დედაქალაქში, საკანალიზაციო სისტემაში რომის იმპერატორის ქანდაკება აღმოაჩინეს (ვიდეო)

რომში 100 წლის წინანდელი საკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოების დროს მარმარილოს ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელიც წინასწარი ვარაუდით 2000 წლისაა. ქანდაკებას მითური ჰერკულესის (ბერძ. ჰერაკლე) მსგავსად ლომის ტყავის თავსაბურავი აქვს (რომელიც ჰერაკლესთვის არის დამახასიათებელი).

ინფორმაცია ახალ მნიშვნელოვან აღმოჩენაზე პირველად იტალიურმა გამოცემა Corriere della Sera-მ გაავრცელა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ არტეფაქტი უნდა იყოს რომის იმპერატორ დეციუსის (ლათ. Gaius Messius Quintus Traianus Decius) ქანდაკება, რომელსაც რომის მართვის სადავეები 249-251 წლებში ეპყრა. ამის საფუძველს მათ აძლევთ მარმარილოს ფიგურის დანაოჭებული სახე და მის დროს მოჭრილ მონეტებზე გამოსახულ იმპერატორთან მსგავსება.

ფიგურას ფეხები მოტეხილი აქვს, მაგრამ შემდგომი გათხრების შედეგად ქანდაკების ძირიც იპოვეს ფეხებთან ერთად.

არტეფაქტის პირველად გაწმენდას და შესწავლას ადგილზე მდებარე დროებით ობიექტებში 27 წლის არქეოლოგი ფედერიკა აჩიერნო უძღვება.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close