არტისტისაქართველო
„უკანასკნელი მეფაიტონე“ არ მიატოვებს თბილისს – ბუბა კიკაბიძის ხსოვნას „ვოისის“ მწვრთნელებმა სიმღერა მიუძღვნეს (ვიდეო)
„ბუბა-ეპოქა“, როგორც ბუბა კიკაბიძეს თავის პოსტში მსახიობმა გია როინიშვილმა უწოდა, გრძელდება…
უკვე შეიქმნა მისი ჰიტების რამდენიმე საინტერესო ვერსია. ერთ-ერთი საუკეთესოა ბუბა კიკაბიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერა „ბედის ბორბალი ტრიალებს“ სატელევიზიო შოუ „ვოისის“ მწვრთნელების შესრულებით.
სტეფანემ, დათო ფორჩხიძემ, სოფო ტოროშელიძემ და დათო ევგენიძემ „შეყვარებულ მიმინოს“ ერთად უმღერეს.
კომენტარები