ჰოროსკოპი

ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებსაც წელს დიდი სიყვარული ელოდებათ

აღმოსავლური კალენდრით, 2023 წელი წყლის ლურჯი კურდღლის წელია. ეს საყვარელი ფუმფულა ცხოველი ყოველთვის ითვლებოდა ოჯახის მფარველად და ბედნიერ თილისმად სასიყვარულო ურთიერთობებში. 2023 წელს კურდღელი საქმეში უპრეცედენტო წარმატებას მოუტანს მათ, ვისაც გაუმართლა და აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით კურდღლის წელში დაიბადა, თუმცა ასტროლოგიური თანავარსკვლავედების ზოგიერთ წარმომადგენელს კურდღელი ასევე დიდ წარმატებას ჰპირდება პირად ფრონტზე. გაინტერესებთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს სასიყვარულო ურთიერთობებში? გეტყვით, რომ ასეთი ნიშანი ხუთია. აი ისინიც:

[wp-svg-icons icon=”heart” wrap=”i”] ვერძი

2023 წელი ვერძის პირად ცხოვრებაში შესამჩნევ ცვლილებებს მოიტანს. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს უნიკალური შანსი ექნებათ, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდნენ. ვარსკვლავები ვერძს ურჩევენ, არ უგულებელყოს ბედის აშკარა ნიშნები და ყურადღებით მიმოიხედოს გარშემო.

ბედნიერების განმსაზღვრელი შეხვედრა მაშინ მოხდება, როცა მას ყველაზე ნაკლებად მოელით, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში იყოთ მოწოდების სიმაღლეზე. თავისი ცხოვრების სიყვარულს ვერძი შეიძლება შეხვდეს მაშინ, როცა მაღაზიაში რიგში დგას, პარკში სეირნობს ან, უბრალოდ, სამსახურში მიდის. ვარსკვლავები გპირდებიან კუპიდონის ისრის მოულოდნელ, მაგრამ სწრაფ დარტყმას პირდაპირ გულში.

[wp-svg-icons icon=”heart” wrap=”i”] კურო

კუროს კანონზომიერი და სტაბილური ცხოვრება 2023 წელს შესამჩნევად დაჩქარდება. წყლის ლურჯი კურდღლის მფარველობის დროს ნამდვილი რომანტიკული თავგადასავლის ცენტრში აღმოჩნდებით. კუროს ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები უცებ მიხვდებიან, რომ ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია იცნობენ, მათი სულიერი მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ კუროს არ ახასიათებს გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მაინც გაბედავს პირველი ნაბიჯის გადადგმას. საბედნიეროდ, დადებითი პასუხის შანსი ასპროცენტიანია.

ვარსკვლავები კუროს ურჩევენ, ყურადღება მიაქციოს ძველ მეგობრებს და კოლეგებს სამსახურში. რომელიმე მათგანი დიდი ხანია ელოდება თქვენგან, სულ ცოტა, მოსწრებულ მინიშნებას და საპასუხო ღიმილს. დიდი ალბათობით კურო დიდი ხანია მიხვდა ამას, მაგრამ ეშინოდა აღიარებისა. იმოქმედეთ წვეულებებზე, სადაც დიდი წარმატება გელით.

[wp-svg-icons icon=”heart” wrap=”i”] ლომი

2023 წელს ლომები საპირისპირო სქესისთვის ძალიან მიმზიდველები იქნებიან. რომანტიკულ ატმოსფეროში უნდა ჩაეფლოთ, მაგრამ დიდი რისკია, რომ მოკლევადიანი ნაცნობების რიცხვში თქვენს საბედოს ვერ იპოვით. 2023 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს მივლინებების და მოგზაურობების დროს. სწორედ ამ შემთხვევებში გაუმართლებთ ლომებს, რომ შეხვდნენ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს, თავიანთი ცხოვრების დიდ სიყვარულს.

ვარსკვლავები გირჩევენ, არ შეგეშინდეთ ცხოვრებაში ცვლილებების, მათ შორის, არც მუდმივი საცხოვრებლის შეცვლისა. ნებისმიერი ცვლილება 2023 წელს მხოლოდ სარგებელს და დიდ წარმატებას მოგიტანთ.

[wp-svg-icons icon=”heart” wrap=”i”] მორიელი

მორიელები თავიანთ დიდ სიყვარულს 2023 წლის მეორე ნახევარში შეხვდებიან. მანამდე ყურადღებას გაამახვილებთ საყოფაცხოვრებო და ფინანსური საკითხების მოგვარებაზე. შეეცადეთ 2023 წლის შემოდგომამდე არ დაკარგოთ მუხტი, რადგან მარტოხელა მორიელებმა სწორედ ამ პერიოდში უნდა დათმონ მარტოობა და ხალხში გამოსვლა დაიწყონ. არ გაგიკვირდეთ, თუ რომელიმე თქვენი მეგობარი ან ნათესავი გადაწყვეტს შუამავლის როლი შეასრულოს.

დაწყებული რომანი ნელა, მშვიდად განავითარეთ. ძალიან მალე, ისე რომ უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებთ, აღმოაჩენთ, რომ  ყურებამდე ხართ შეყვარებული

[wp-svg-icons icon=”heart” wrap=”i”] მერწყული

ნაცრისფერი ცხოვრებით დაღლილი მერწყული მეორე ნახევრის დამოუკიდებელ ძიებას დაიწყებს. 2023 წელს ვარსკვლავები პირად ურთიერთობებში წარმატებას გპირდებიან. უფრო ხშირად გამოდით სახლიდან, რათა თქვენს ბედს დაეხმაროთ. პერსპექტიული ნაცნობობა შეიძლება შედგეს ახლომდებარე კაფეში, მუსიკალურ კონცერტზე ან სამხატვრო გალერეაში. წადით იქ, სადაც გული გიხმობთ და შეხვდებით თანამოაზრეს, რომელიც მაგნიტივით მიგიზიდავთ.

გამოიჩინეთ ინიციატივა და არ დაგავიწყდეთ, რომ ახალ ნაცნობს ტელეფონის ნომერი გამოართვათ.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close