რას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალი

საუკუნის ქურდობა კონსტანსის ტბაზე – ტბიდან ჯინი გაქრა

საუკუნის ქურდობა კონსტანსის ტბაზე. შვეიცარიაში ტბის ფსკერიდან 800-კილოგრამიანი ბურთის ფორმის თასი მოიპარეს. ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Ginial-ი ჯინს ტრადიციულად ამ გზით ამზადებს. სასმელს 23 მეტრის სიღრმეზე წყალში ათავსებს, თუმცა წელს უცნობმა ადამიანებმა მთელი ალკოჰოლი მოიპარეს.

როგორც Switzerland Times-ი წერს, ალკოჰოლის მწარმოებელმა ცოტა ხნის წინ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე ტბაში ბეტონის ბაზაზე დამაგრებული 800-კილოგრამიანი ბურთი მოათავსა, რომელშიც 230 ლიტრი ჯინი იყო. ეს მეთოდი სასმელს განსაკუთრებულ გემოს და არომატს ანიჭებს, თუ ის იქ 100 დღე რჩება.

გიგანტური ბურთი მოულოდნელად გაქრა. მყვინთავები და პოლიცია მას ამაოდ ეძებდნენ. არის ვერსია, რომ ის მოიპარეს. „ისინი ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ“, – აცხადებს კომპანიის თანამშრომელი ბურთის სავარაუდო ქურდებზე. ალკოჰოლის მწარმოებელი იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველებისგან მიიღებს.

პრობლემები იყო ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებითაც, რადგან სადაზღვევო კომპანიაში მსგავსი შემთხვევა აქამდე არ იყო დაფიქსირებული და დეტალები დაზუსტებას საჭიროებს.

395 ბოთლიდან უმეტესობა წინასწარ უკვე გაყიდული იყო. მზად იყო ხელნაკეთი ჩანთები და ეტიკეტებიც.

სამართალდამცავები მომხდარის გამოძიებას აგრძელებენ.

commersant.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close