რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

გერმანიაში ქალმა საავადმყოფოში მის გვერდით მწოლიარე პაციენტს სასუნთქი აპარატი ორჯერ გამოურთო, რადგან ხმაური აწუხებდა

გერმანიაში 72 წლის ქალი დააპატიმრეს, რომელსაც ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტისთვის სასუნთქი აპარატის ორჯერ განზრახ გათიშვა ედება ბრალად. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ მანჰეიმში გასულ სამშაბათს, საღამოს მოხდა. ქალი კლინიკაში მოათავსეს, მასთან ერთად პალატაში კიდევ ერთი 79 წლის ქალი იწვა. მოხუცი მეორე პაციენტის სასუნთქი აპარატის ხმამ გააღიზიანა და ის განზრახ გამორთო. ამის შემდეგ კლინიკის პერსონალმა მას აუხსნა, რომ პაციენტისთვის აპარატი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და მისი გამორთვა არ შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, მოგვიანებით ქალმა აპარატი ისევ გამორთო.

კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმებს 79 წლის პაციენტისთვის სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება მოუწიათ. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close