ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 5-11 დეკემბერი

ამ კვირის პირველი ნახევარი არ იქნება საუკეთესო სხვა ადამიანებთან აქტიური ურთიერთობებისთვის. გარშემო მყოფებმა შეიძლება თქვენს საქმეებში ჩარევა ცადონ, გარკვეული ქმედებისკენ გიბიძგონ ან, პირიქით, ხელი შეგიშალონ ინიციატივის აღებაში, თუმცა მათთან დაპირისპირება ახლა რთული იქნება, ამიტომ უმჯობესია დროებით უარი თქვათ რაიმე მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობაზე. საკუთარი გეგმებისა და იდეების განხორციელებისას შეეცადეთ არ მოუსმინოთ სხვების რჩევებს, უფრო მეტად საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს უნდა დაეყრდნოთ.

კვირის მეორე ნახევარი საკმაოდ დატვირთული იქნება. უფრო რთული იქნება თანაგრძნობისა და სიმპათიის გამოხატვა. ეს არ არის საუკეთესო დრო ახალი ნაცნობობისთვის. შეეცადეთ ურთიერთობებში თავიდან აიცილოთ სიცივე და გულგრილობა. ახლა შეიძლება ძალიან კრიტიკული იყოთ თქვენი საყვარელი ადამიანის მიმართ.

 

ვერძი

ამ კვირაში წარმატება გელით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაიზარებთ და საქმეს მუდმივად ხვალისთვის არ გადადებთ. კვირის პირველ ნახევარში შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში. სამშაბათს ჯობს ხელმძღვანელობას თვალში არ მოხვდეთ, მნიშვნელოვანი საუბარი კი სასურველია ხუთშაბათს დაგეგმოთ. პარასკევს უმჯობესია არ გარისკოთ, ეცადეთ, ფრთხილად იყოთ და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ. შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, მეგობრებთან ერთად კინოში ან თეატრში წასვლა ძალიან კარგ გუნებაზე დაგაყენებთ.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 7.

 

კურო

ამ კვირაში შესაძლოა ჭორის ობიექტი გახდეთ, განსაკუთრებით თუ რაიმე საიდუმლო გაქვთ. ფინანსური პრობლემების გამო თქვენს გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. ორშაბათი ძალიან დაძაბული დღე იქნება, არ არის გამორიცხული გარემოებებმა სერიოზული არჩევანის წინაშე დაგაყენოთ, რაზეც თქვენი მომავალი იქნება დამოკიდებული. შესაძლებელია სამუშაოს შეცვლა და ახალ საცხოვრებელ ადგილზე გადასვლაც, რაც თქვენგან დამატებით მატერიალურ ხარჯებს მოითხოვს. ხუთშაბათს კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმე კონფლიქტში ჩაერთვებით. შეეცადეთ შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ტყუპი

ამ კვირაში ბევრ თქვენგანს კარგი შესაძლებლობა ექნება, რომ კარიერა გაიუმჯობესოს, თუმცა მოგიწევთ გარკვეული ძალისხმევა, რათა ყურადღება გაამახვილოთ კონკრეტულ საქმეზე და მის ბოლომდე მიყვანას ეცადოთ. გარემოებების წარმატებული კომბინაციით კარგი ანაზღაურება და გაცილებით ნაკლები პრობლემა გექნებათ. საჭიროების შემთხვევაში მეგობრები დაგეხმარებიან თქვენი გეგმების განხორციელებაში. ფაქტობრივად, ოცნების ასრულებისკენ მიდიხართ. შაბათ-კვირას შეძლებთ დრო ოჯახში, შვილებთან, ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კირჩხიბი

ამ კვირაში შეიძლება ახალი საქმით დაკავდეთ. ბევრ რამეში უნდა იყოთ რეალისტები, შეიძლება დადგა დრო მკაცრი, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მისაღებად. ოთხშაბათს და ხუთშაბათს ეცადეთ, საკუთარ თავს პრობლემები არ შეუქმნათ, უმნიშვნელო წვრილმანს გადაულახავ დაბრკოლებად ნუ აქცევთ. შეეცადეთ ფოკუსირება მოახდინოთ იმაზე, რაც თქვენს ინტერესებს ეხება და თავი აარიდეთ შემაწუხებელ აზრებს, რომლებიც მუდმივად ყურადღებას გიფანტავთ. კარგი კვირაა სამსახურებრივი წინსვლისთვის. მარტოხელა კირჩხიბების პირად ცხოვრებაში ცვლილებებია მოსალოდნელი.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ლომი

ამ კვირაში ლომების უმეტესობისთვის ყველაფერი საათივით აეწყობა, არაფერში სირთულეები არ შეგექმნებათ. ყურადღება არ მიაქციოთ ზოგიერთ უცნაურობას თქვენი ნაცნობების ქცევაში, ისინი არ შეცვლილან, თქვენთან კი ყველაფერი კარგადაა. ახლა უფრო გამჭრიახი ხართ, ვიდრე ოდესმე, გამოიყენეთ ეს მდგომარეობა თქვენ გარშემო არსებული საიდუმლოებების გასარკვევად. არ არის გამორიცხული, მოულოდნელი სტუმრების დახვედრა მოგიწიოთ,  რომელთა ჩამოსვლაც ძალიან გაგახარებთ. სავარაუდოდ, ისინი თქვენი ძველი მეგობრები არიან.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ქალწული

ეს კვირა ხელს უწყობს გარკვეული შედეგების შეჯამებას ცხოვრებაში. არ ინანოთ დაკარგული შესაძლებლობები, სავარაუდოა, რომ უბრალოდ არასწორად აფასებთ სიტუაციას. წარსულის შეცვლა შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მის მიმართ თქვენი დამოკიდებულების შეცვლით. მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. დაადგინეთ თქვენი პრიორიტეტები. ვარსკვლავები კარგ განწყობას და ხელშესახებ მოგებას გპირდებიან. თქვენი პირადი ურთიერთობები სიურპრიზებითა და რომანტიკით იქნება სავსე. ბავშვებს თქვენი რჩევა სჭირდებათ, მოგიწევთ მთელ თქვენს გონიერებას და დიპლომატიას მოუხმოთ, რათა დამაჯერებელი იყოთ.

სასიკეთო დღეები: 6, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

 

სასწორი

ეს კვირა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოავლენს თქვენს მიზანდასახულობას და თვითდისციპლინას. იყავით ფხიზლად, კარგად გააანალიზეთ შექმნილი სიტუაცია, არ დაკარგოთ მოთმინება და ადვილად შეძლებთ თქვენი შემოქმედებითი იდეების რეალიზებას როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდური მუშაობისას. ხანგრძლივი მივლინებები პროდუქტიული და სასიამოვნო იქნება, საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, რომელსაც კარგი გაგრძელება ექნება. ხუთშაბათს და პარასკევს გამოიჩინეთ ცოტა მეტი ყურადღება და სიკეთე გარშემო მყოფების მიმართ. შეეცადეთ არ ჩაერთოთ კონფლიქტებში. შაბათ-კვირას დიდ სიამოვნებას მიიღებთ მეგობრებთან ურთიერთობისგან.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

მორიელი

ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, განახორციელოთ თქვენი გეგმები, თუნდაც ყველაზე ექსტრავაგანტური, ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს და იმოქმედეთ: თუ საჭირო გახდა, გარისკვისაც ნუ შეგეშინდებათ. წარმატებები სამსახურში და სასიამოვნო ცვლილებები პირად ცხოვრებაში უზომოდ გაგახარებთ. ორიგინალურობა, ენერგიულობა და სიხალისე საშუალებას მოგცემთ, ბევრ პრობლემას გაუმკლავდეთ, თანდაყოლილი დიპლომატია კი დაგეხმარებათ კოლეგებს შორის ავტორიტეტის მოპოვებაში. ოჯახს თქვენს სითბოს და ყურადღებას ნუ მოაკლებთ, შეეცადეთ, შაბათ-კვირა სახლში, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 6, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში სასურველია ფრთხილად იყოთ ახალ ნაცნობებთან დაკავშირებით, რადგან შესაძლოა მათთან ურთიერთობამ პრობლემები შეგიქმნათ. სამსახურში სავარაუდოა ახალი შესაძლებლობები და პერსპექტიული პროექტები გამოჩნდეს. გაბედულად დაგეგმეთ და დასახულ მიზანს არ გადაუხვიოთ, მაგრამ რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და ნაკისრი ვალდებულებები. ზედმეტ სამუშაოს საკუთარ მხრებზე ნუ იტვირთავთ. ხუთშაბათს მთელი თქვენი ნიჭი უნდა აჩვენოთ საჯარო ღონისძიებაზე. ამ კვირაში ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ოჯახის წევრებთან უთანხმოების მოგვარებაში და სახლში პოზიტიური ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებიან. მაქსიმალურად ეცადეთ, დააკმაყოფილოთ საყვარელი ადამიანების სურვილები და გაახაროთ ისინი.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თხის რქა

დროა შეაფასოთ და გადახედოთ თქვენს ღირებულებებს. გჯეროდეთ თქვენი ძალების, ახლა ხელსაყრელი მომენტია გადამწყვეტი მოქმედებისთვის. აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა სხვებთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. ეჭვები თავიდან უნდა მოიცილოთ და სასურველ შვებას იგრძნობთ. ხელმძღვანელობაზე დამოკიდებულება დაგაბნევთ, მაგრამ მიღებული შემოსავალი თქვენი ნერვიულობის კარგი კომპენსაცია იქნება. ხუთშაბათს შეგიძლიათ მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. პარასკევს საღამოს წადით ბარში მეგობრებთან ერთად. შაბათ-კვირას ეწვიეთ საინტერესო გამოფენას და ისიამოვნეთ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 10.

 

მერწყული

შეეცადეთ ამ კვირაში ამბიციებს არ აჰყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენი ავტორიტეტი საფრთხის ქვეშ დადგეს. კარგად გაიაზრეთ და გააანალიზეთ შემომავალი ინფორმაცია და უფრო მშვიდად და თავდაჯერებულად მუშაობას შეძლებთ. სასიხარულო ამბავი შესაძლოა ოთხშაბათს გაცნობონ, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს ამბავი ოდნავ გადაჭარბებული იყოს. ახლა არ არის იმის დრო, რომ რეალობას მოსწყდეთ და ილუზიების სამყაროში გადახვიდეთ. არ უნდა იყოთ სენტიმენტალური, ყველა პრობლემა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაწუხებთ პირად ცხოვრებაში, იდეალურად მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 6, 11.

არასასიკეთო დღე: 7.

 

თევზები

ამ კვირაში ზედმეტი არ იქნება, დაფიქრდეთ ცხოვრებაზე და თქვენს ადგილზე ამქვეყნად. ნუ დაწვრილმანდებით, დაისახეთ გლობალური მიზნები. დროა ძველ პრობლემებს გაუმკლავდეთ და მომავალზე იფიქროთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ, კარგად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ შემდეგი აქტიურობისთვის. ბევრ თქვენგანს შეეძლება კარგი დრო გაატაროს ოჯახთან ერთად. მცირე ოჯახური მოგზაურობა თქვენს გონებას მუდმივი საზრუნავისა და სტრესისგან გაათავისუფლებს და საშუალებას მოგცემთ, კარგად განიტვირთოთ. თუ მარტოხელა ხართ, დიდი ალბათობით, შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს და რომანტიკასა და სასიამოვნო ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close