ხელოვნება

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი ამერიკაში – რეგისტრაცია დაიწყო!

მხატვრების, ფოტოგრაფების, დიჯითალ არტისტების საყურადღებოდ!!!

ამერიკელი პარტნიორების და “T.ART GALLERY NYC”-ის ორგანიზებით ცხადდება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი.

კონკურსის მიზანია არტისტების პოპულარიზაცია, რათა მათ მიეცეთ შანსი, შეუერთდნენ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზარს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

კონკურსში დასაშვებია ნებისმიერი ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები: ფერწერა, გრაფიკა, ფოტოსურათი, დიჯითალ ნახატი.

თემა: თავისუფალი

ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით

გამარჯვებულ 3 მონაწილეს ‘’T.ART GALLERY NYC“-ი გადასცემს ფულად პრიზებს.

1-ლი ადგილი – 500$

მე-2 ადგილი – 300$

მე-3 ადგილი – 100$

სამომავლოდ გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრები ‘’T.ART GALLERY NYC“ -ის ორგანიზებით გამოიფინება ნიუ-იორკის პრესტიჟულ გალერეებში.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. მათი ნამუშევრები გამოქვეყნდება

‘’T.ART GALLERY NYC“-ის ვებსაიტზე. მოხდება მათი ნამუშევრების პოპულარიზაცია სოციალური ქსელების მეშვეობით.

კონკურსის ვადები: ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 15 თებერვლამდე.

გამარჯვებული მონაწილეები გამოცხადდება 2023 წლის 22 თებერვალს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 1-ლი დეკემბრიდან 5 თებერვლის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ვებსაიტზე:

https://tikosart.com/upcoming-art-competition

კონკურსში მონაწილეობა ფასიანია : 5 ნამუშევარის ღირებულება – 25$

დარეგისტრირების დროს დასაშვებია ნებისმიერი ბანკის DEBIT და CREDIT ბარათები.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ვიდეომასალას, სადაც ნაჩვენებია რეგისტრაციის პროცესი: 

https://tikosart.com/how-to-register-for-the-compatition

თითოეულ მონაწილეს შეუძლია ატვირთოს მაქსიმუმ 5 საუკეთესო ნამუშევრის ფოტოსურათი, რომლის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მეგაპიქსელს.

გამარჯვების შემთხვევაში ‘’T.ART GALLERY NYC“ -ის ადმინისტრაცია მონაწილეებს დაუკავშირდება დამატებითი დეტალების განსახილველად.

გვაჩვენეთ თქვენი შესაძლებლობები, გისურვებთ წარმატებებს!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close