მიგრაცია

თელ-ავივიდან გამოაძევეს ორი ქართველი ქალი, ისინი ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ თავს

18 ნოემბერს თელ-ავივში, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც თავს ორთოდოქს ებრაელებად ასაღებდნენ. 41 და 59 წლის ქალები ამ გზით ცდილობდნენ არალეგალურად შესულიყვნენ ისრაელში იქ შემდგომი დასაქმების იმედად. ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ისრაელური მედიასაშუალება ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, დაკავებული მოქალაქეები უკვე საქართველოში არიან დეპორტირებული.

ებრაელ მესაზღვრეებს ეჭვი ქართველების ნამდვილი ვინაობის შესახებ იმის გამო გაუჩნდათ, რომ ისინი 18 ნოემბრის საღამოს, შაბათის დადგომის შემდეგ მიფრინავდნენ – ორთოდოქსი ებრაელებისთვის შაბათი წმინდა დღეა და ამ დღეს ფრენა რელიგიური წესის დარღვევაა. დაკავებულმა ქალებმა, სავარაუდოდ, ამ წესის შესახებ არ იცოდნენ და მესაზღვრეების დარწმუნებას იმაში, რომ ორთოდოქსი ებრაელები იყვნენ, თავსაბურავებით და შესაბამისი ჩაცმულობით ცდილობდნენ.

ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსახლეობის აღრიცხვის დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია შემთხვევები, როცა საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას ცდილობენ ტურისტული ვიზით, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით. ამ ადამიანების მიზანი ისრაელში არალეგალური დამსაქმებლების პოვნაა.

18 ნოემბერს 2 ქართველ ქალთან ერთად ებრაელმა მესაზღვრეებმა ბენ გურიონის აეროპორტში კიდევ 20 სხვა კანონდამრღვევი დააკავეს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close