საზოგადოებასაქართველო

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 15 ნოემბრამდე ყველასათვის უფასოა

მთელი საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს მომსახურებას, – ამ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ფრანგული ფარმაცვეტული კომპანია „სანოფი პასტერის“ (Sanofi Pasteur) წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.

პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ბმულზე გადასვლით გაეცნობით იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალის, სადაც გრიპის ვაქცინის გაკეთებას უფასოდ შეძლებთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close