საზოგადოებასაბერძნეთი

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, თებეში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები კი ათენშიც იგრძნეს

საბერძნეთშის კუნძულ კრეტაზე დღეს 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 7:13 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ზაკროსიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა.

ბოლო 24 საათში კრეტაზე 3+ მაგნიტუდის კიდევ 3 მიწისძვრა და 2+ მაგნიტუდის 7 მიწისძვრა მოხდა, აგრეთვე 5 მცირე, 2,0 მაგნიტუდაზე ნაკლები მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ადამიანები ვერ გრძნობენ.

დღეს, 3 სექტემბერს 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ქალაქ თებეში (ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, 52 კმ-ის დაშორებით). მიწისძვრა 11:31 სთ-ზე მოხდა, კერა თებედან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 5 კმ-ის დაშორებით იყო, ფოკალური სიღრმე კი 5 კმ-ს უდრიდა. სეისმური ტალღა მთელ ატიკაში გავრცელდა, რაც დედაქალაქის მაცხოვრებლებმაც კარგად იგრძნეს.

ევროპულ-ხმელთაშუაზღვის სეისმურმა ინსტიტუტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თებეში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე  რიხტერის სკალით 4,1 ბალი იყო.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close