მედიცინამსოფლიო

აშშ-ში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

აშშ-ში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის შესახებ აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა ქსავიერ ბესერამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დაავადებასთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების გამოყოფას.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ში მაიმუნის ყვავილით დაავადების 6 600 შემთხვევა აღრიცხეს. აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა მოუწოდა მოქალაქეებს, დაავადების გავრცელებას სერიოზულად მიუდგნენ.

მანამდე მაიმუნის ყვავილის გავრცელება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც. აღნიშნული ნაბიჯი მიმართულია დაავადებასთან საბრძოლველად საერთაშორისო ბრძოლის კოორდინაციისკენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close