საზოგადოებასაქართველო

ცნობილია, ვინ იმყოფებოდა იმ ვერტმფრენში, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა (ფოტო/ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის დროს გარდაიცვალა. მათი ვინაობა მედიისთვისაც ცნობილი გახდა.

სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდნილ ვერტმფრენში 8 ადამიანი იჯდა. მის ბორტზე იყო ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია და მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი
ეკიპაჟის წევრები: დიმიტრი ქააძე და ლევან ჩოხელი
მაშველები – გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა
ექიმები – ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი

29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

radiotavisufleba.ge

პ. ს. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

29 ივლისს კიდევ ერთი ადამიანი – უცხოელი ტურისტი დაიღუპა პარაპლანით ფრენისას კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდნის გამო, პარაპლანის ქართველი ინსტრუქტორი კი ცოცხალი ამოიყვანეს და გუდაურის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მათ საშველად გაფრენილი ვერტმფრენი, ზოგიერთი სპეციალისტის წინასწარი შეფასებით, სავარაუდოდ, ქარის მიმართულების უეცარი შეცვლის გამო კუდით კლდეს გამოედო, მართვა დაკარგა და კატასტროფა განიცადა. ვერტმფრენის ტექნიკურ გაუმართაობას გამორიცხავენ, თუმცა ზუსტი მიზეზი შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გახდება ცნობილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close