ქართველები უცხოეთშიარტისტი
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა გარდაიცვალა (ვიდეო)
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ხელოვანი დევიდ დათუნა გარდაიცვალა. იგი 48 წლის იყო.
დევიდ დათუნა 1974 წლის 10 თებერვალს დაიბადა თბილისში, 1999 წლიდან კი აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადება გახდა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა.
2021 წელს „იმედის კვირამ“ მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
კომენტარები