fbpx
კინო/ფილმებიარტისტი

ნაგვის ურნაში გადაგდებული გოგონა კონკიას ისტორიით – ის ცნობილი მსახიობის მემკვიდრეა

ამბები – კინოსამყარო საინტერესო ისტორიას აქვეყნებს მსახიობზე, რომელზეც უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ინდური ფილმების მსახიობი ცნობილი ჯიმი კინოს სამყაროს თითქმის დაემშვიდობა, მან მიღებული ჰონორარების ინვესტირება ბიზნესში ცადა და გაუმართლა კიდეც.

ცნობილმა მსახიობმა რამდენიმე წლის წინ ნაგვის ურნაში ჩვილი გოგონა იპოვა, რომელიც იშვილა და ახლა ის უმდიდრეს ადამიანთა შორისაა.

„მითხუნი ბავშვობიდან ძალიან მუსიკალური და არტისტული იყო. ის ოცნებობდა გამხდარიყო მსახიობი, მაგრამ ინდურ კინოში მოხვედრა არც ისე მარტივი მისაღწევია ღარიბი მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლისთვის. ბიჭმა კოლეჯში ქიმიის სწავლა გადაწყვიტა. ერთხელ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ მიტინგზე წავიდა. ბიჭები დააპატიმრეს და მომავალ „ჯიმის“ ლამის სერიოზული ბრალდება წაუყენეს. მას ნათესავები დაეხმარნენ და ციხეს თავი დააღწია.

მითხუნი კვლავ ოცნებობდა კინოზე, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კოსმეტიკურ საშუალებებს ყიდდა – რაღაცით ხომ უნდა ეცხოვრა. ერთხელაც კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გამოკრულ განცხადებას გადააწყდა, სადაც აბიტურიენტების მიღებას აცხადებდნენ. არც დაფიქრებულა, ისე შეიტანა განაცხადი.

გამოცდაზე გასულ ღარიბულად ჩაცმულ ბიჭს გამომცდელები აინუნშიც არ აგდებდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ, მაგრამ თავისი ნიჭი გამოავლინა. ზუსტად ისე, როგორც ფილმში, მღეროდა და ცეკვავდა, თავგამოდებით. მისი ქარიზმატულობა დაფასდა და სტუდენტი გახდა.

პირველი ფილმი, რომელშიც მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, იყო „სამეფო ნადირობა”, რომელიც 1976 წელს გადაიღეს, მაგრამ მთავარი წარმატება „დისკოს მოცეკვავემ” მოუტანა, რომელშიც მან, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი ითამაშა: ღარიბი, ნიჭიერი ბიჭი, რომელსაც პატრონები არ ჰყავს, მაგრამ ზევით მიისწრაფის. ფილმმა მას ნამდვილი დიდება მოუტანა არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

მომგებიანი კონტრაქტების წვიმა წამოვიდა მისი მისამართით. კარიერის განმავლობაში ჩაკრაბორტიმ ითამაშა 350 ფილმში, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო „ჯუნგლების კანონი“, „სიყვარულის ტაძარი”, „ცეკვა, ცეკვა“.

ცნობილი ახალგაზრდა მსახიობი დაქორწინებული იყო მოდელ ჰელენა ლოლოკზე, მაგრამ ეს ქორწინება სწრაფად დასრულდა. მეორედ მითხუნმა იღბლიანი ბილეთი ამოიღო, როცა იოგიტა ბალიზე დაქორწინდა. პოპულარულმა მსახიობმა ოჯახის გამო დატოვა კარიერა, თავი ქმარსა და შვილებს მიუძღვნა.

მათი სამივე ვაჟი მსახიობი გახდა. ოჯახს ასევე ჰყავს ქალიშვილი, რომელიც მითხუნმა ერთ დღეს ნაგვის ყუთში იპოვა და სასწრაფოდ მიიყვანა საავადმყოფოში. შემდეგ კი ბავშვი იშვილეს. გოგონას დიშანი ჰქვია და სიყვარულით გაზარდეს.

ახლა მითხუნ ჩაკრაბორტი 70 წლისაა. იგი ინდოეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად ითვლება: კინოთეატრში მიღებული ფულის წარმატებული ინვესტიციით მოახერხა, სასტუმროების ქსელის მფლობელი გამხდარიყო. მისი ბიზნესი ყვავის და მსახიობმა თითქმის შეწყვიტა ფილმებში თამაში“, – წერს, გამოცემა.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close