პოლიტიკასაქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დღეს უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება იქ მიმდინარე ომის გამო უსაფრთხოების გათვალისწინებით.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დელეგაციაში არიან:

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე  („ქართული ოცნება“);

დავით სერგეენკო – ვიცე-სპიკერი („ქართული ოცნება“);

ბექა ოდიშარია – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე („ქართული ოცნება“);

ლევან იოსელიანი – ვიცე-სპიკერი  („მოქალაქეები“);

ხათუნა სამნიძე – ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე (საქართველოს რესპუბლიკური პარტია);

ვახტანგ მეგრელიშვილი – პარლამენტის წევრი  („გირჩი“);

ანა ნაცვლიშვილი – პარლამენტის წევრი  („ლელო“);

გიორგი ხოჯევანიშვილი – პარლამენტის წევრი  (პარტია „საქართველოსთვის“).

ვიზიტის დროს დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის პირისპირ შეხვედრა, დელეგაციის წევრები ქალაქ ბუჩაშიც ჩავლენ.

საპარლამენტო დელეგაციაში არ არიან 2 საპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ ევროპელი სოციალისტების“. პირველმა მმართველი პარტიის წევრებთან ერთად ვიზიტზე უარი განაცხადა, „ევროპელმა სოციალისტებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინაში ობიექტური მიზეზების გამო არ მიემგზავრებიან.

„უკრაინაში მივდივართ, რათა ჩვენს მეგობრებს გვერდით დავუდგეთ, მათ გამოვუცხადოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის სახელით“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close