ჯანმრთელობარჩევები

ყველაზე სასარგებლო ხილი თებერვლის ბოლოდან – რას გვირჩევენ სპეციალისტები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ზამთრის ბოლოს ორგანიზმი ყველაზე მეტად განიცდის ვიტამინების დეფიციტს – განსაკუთრებით C ვიტამინის ნაკლებობას, რომელიც იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. სპეციალისტების თქმით, ამ პერიოდში სწორად შერჩეული ხილი შეიძლება გახდეს ბუნებრივი „დაცვის მექანიზმი“ ვირუსებისა და ინფექციების წინააღმდეგ.

ბიოლოგების რეკომენდაციით, თებერვალში ყველაზე სასარგებლო ხილად, პირველ ყოვლისა, ციტრუსები მიიჩნევა – მანდარინი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი და პომელო. ისინი მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამცირებს ანთებით პროცესებს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ციტრუსების რეგულარული მიღება ხელს უწყობს:

  • იმუნიტეტის გაძლიერებას;
  • კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას;
  • სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას;
  • ენერგიის დონის ზრდას.

ხურმა – „ვიტამინების ბომბი“ ზამთრის ბოლოს

ზამთრის ბოლოს განსაკუთრებით სასარგებლოა ხურმაც, რომელიც მდიდარია A და C ვიტამინებით, B ჯგუფის ვიტამინებით, ასევე, კალიუმითა და მაგნიუმით. ეს ნივთიერებები მნიშვნელოვანია გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობისთვის.

ხურმა ასევე დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე და ორგანიზმის საერთო ტონუსზე. რეკომენდებული რაოდენობა დღეში 2–3 ნაყოფია, რადგან დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოიწვიოს.

ბროწეულიანტიოქსიდანტების ძლიერი წყარო

ზამთარი ბროწეულის სეზონადაც ითვლება. ბროწეული შეიცავს:

  • C, P, B6 და B12 ვიტამინებს;
  • კალიუმს და მაგნიუმს;
  • ანტიოქსიდანტებს;
  • ბოჭკოს.

მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის ზრდას, არტერიული წნევის კონტროლს, ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას და იმუნიტეტის გაძლიერებას. ბროწეული განსაკუთრებით რეკომენდებულია ანემიისა და სეზონური ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

ვაშლიხელმისაწვდომი სუპერპროდუქტი

ზამთრის ჯიშის ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და სასარგებლო არჩევანია. ის შეიცავს C, A, E, K და B ჯგუფის ვიტამინებს, ბოჭკოს, კალიუმსა და ანტიოქსიდანტებს.

ვაშლის რეგულარული მიღება:

  • აუმჯობესებს საჭმლის მონელებას;
  • ამცირებს ქოლესტერინის დონეს;
  • ხელს უწყობს წონის კონტროლს;
  • დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

სპეციალისტები განსაკუთრებით უსვამენ ხაზს იმას, რომ ვაშლი ერთ-ერთი საუკეთესო ხილია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

ბანანიენერგიისა და კარგი განწყობის წყარო

ბანანი შეიცავს ბოჭკოსა და პექტინს, რის გამოც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. ის ასევე მდიდარია კალიუმით, მაგნიუმითა და B6 ვიტამინით, რომელიც მონაწილეობს სეროტონინის – „ბედნიერების ჰორმონის“ – სინთეზში.

ზამთარში ბანანი შეიძლება დაგვეხმაროს:

  • დაღლილობის შემცირებაში;
  • ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში;
  • სტრესისა და ნერვული დაძაბულობის შემცირებაში.

თუმცა მნიშვნელოვანია ზომიერება, რადგან ბანანი შედარებით კალორიული ხილია.

როგორ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი ზამთარში

სპეციალისტები რამდენიმე მარტივ წესსაც გვირჩევენ:

  • ხილი უმჯობესია მივიღოთ დღის პირველ ნახევარში;
  • ციტრუსები – საკვების შემდეგ, კუჭის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად;
  • ბროწეულის წვენი უმჯობესია მივირთვათ წყლით გაზავებული.

ხილის მრავალფეროვნება ზრდის ვიტამონების ეფექტს.

ხილი დიდმარხვის პერიოდში – რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი

ამ პერიოდში საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მათთვისაც, ვინც დიდმარხვას იცავს. მარხვისას რაციონიდან გამორიცხულია ცხოველური პროდუქტები, რის გამოც ორგანიზმს შეიძლება გარკვეული ვიტამინები და მინერალები დააკლდეს.

სპეციალისტების თქმით, სწორედ ასეთ დროს განსაკუთრებით იზრდება ხილის მნიშვნელობა, რადგან ისინი ბუნებრივი გზით უზრუნველყოფენ ორგანიზმს:

  • C ვიტამინით (იმუნიტეტისთვის);
  • კალიუმითა და მაგნიუმით (გულისა და ნერვული სისტემისთვის);
  • ბოჭკოთი (საჭმლის მონელებისთვის);
  • ბუნებრივი შაქრებით (ენერგიისთვის).

ციტრუსები, ბროწეული, ვაშლი, ბანანი და ხურმა მარხვის პერიოდში შეიძლება გახდეს ენერგიისა და მიკროელემენტების ერთ-ერთი მთავარი წყარო, განსაკუთრებით ზამთრის ბოლოს, როდესაც ვიტამინების დეფიციტი უფრო ხშირია.

სპეციალისტები ასევე გვახსენებენ, რომ მარხვის დროსაც მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება და საკვების მრავალფეროვნება.

კირა კარიაული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close