კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში დააკავეს კაცი, რომელსაც გასაქირავებელ ბინაში სათვალთვალო კამერა ჰქონდა დაყენებული

საბერძნეთში, ტრიკალის პოლიციის განყოფილებში საქმე აღიძრა 33 წლის მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ სახლში დამონტაჟებული კამერებით მდგმურებს უთვალთვალებდა.

ერთ-ერთმა წყვილმა, რომელმაც მისი სახლი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით იქირავა, საძინებელში წითელი შუქის ციმციმი შენიშნა. მათ კარადის თავზე სათვალთვალო კამერა აღმოაჩინეს.

წყვილმა დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას, რის შედეგადაც მამაკაცი დააკავეს.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, რამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდა მას კამერები დამონტაჟებული, რამდენ მდგმურს უთვალთვალებდა და იყენებდა თუ არა კადრებს დაკავებული სხვა მიზნებისთვის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close