ვიდეოსაბერძნეთი

საბერძნეთი: დელფინების „სამაია“ ღია ზღვაში – თვალწარმტაცი სანახაობა (ვიდეო)

საბერძნეთში, პელიონის მილოპოტამოსის სანაპიროზე მყოფი თვითმხილველები ჯადოსნური სანახაობის მომსწრენი გახდნენ – 3 დელფინი ღია ზღვაში ისეთ საოცარ მოძრაობებს ასრულებდა, თითქოს ცეკვავენო.

ისინი თამაშ-თამაშით ყვინთავდნენ, ტალღებში უჩინარდებოდნენ და შემდეგ ისევ წყლის ზემოთ ხტებოდნენ სანაპიროზე მყოფი ადამიანების თვალწინ, რომლებსაც ეს საოცარი არსებები ყურადღებასაც არ აქცევდნენ. თვითმხილველებმა შეძლეს დელფინების „ცეკვის“ ვიდეოზე აღბეჭდვა და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

პელიონი (პილიო), რომელიც თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და კრისტალურად სუფთა წყლითაა ცნობილი, ის ადგილია, სადაც ადვილი შესაძლებელია მსგავსი შთამბეჭდავი სანახაობის ნახვა. და თუ ერთხელაც ამ ადგილებში მოხვდებით, სავსებით შესაძლებელია, დელფინების მსგავსი „ქორეოგრაფიული წარმოდგენა“ საკუთარი თვალითაც იხილოთ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close