საზოგადოებაეკონომიკასაბერძნეთი

21,2 მილიარდი ევრო ფსონზე – საბერძნეთში აზარტული თამაშების ბაზრის ბრუნვა გაიზარდა

საბერძნეთის აზარტული თამაშების ბაზრის მთლიანი ბრუნვა (TGR) 2024 წლის პირველ ნახევარში 21.2 მლრდ ევრომდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-იით მეტია – ასეთია აზარტული თამაშების ზედამხედველობისა და კონტროლის კომისიის უახლესი მონაცემები.

ამ თანხიდან 15.34 მლრდ ევრო ინლაინ კომპანიებში „გათამაშდა“, 5.019 მილიარდი – OПAП-ის (საფეხბურთო მატჩების შედეგების პროგნოზირების ბერძნული გემბლინგკომპანია) ოფისებში, 980 მილიონი ევრო – კაზინოებში, 151,6 მილიონი ევრო – სხვადასხვა სახის ლატარიებში, ხოლო 14.19 მლნ – იპოდრომზე. მთლიანობაში სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 476 მილიონი ევრო მიიღო.

კომპანიების მთლიანი შემოსავალი (GGR), ანუ მოთამაშეებისთვის დაბრუნებული მოგების გამოკლების შემდეგ დარჩენილი თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8,1%-ით გაიზარდა, 1,349 მლრდ ევრომდე.

ამასთან, 17,8%-ით გაიზარდა მოთამაშეების დაბეგვრა და 187,99 მლნ ევრო შეადგინა, საიდანაც 125,23 მლნ ევრო ონლაინ აზარტულ თამაშებზე მოდის, 59,6 მლნ ევრო – OПAП-ზე.

მთლიანობაში მთავრობამ 2024 წლის პირველ ნახევარში 476 მილიონი ევრო შეაგროვა, 14,4%-ით მეტი, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში, როდესაც სათამაშო აზარტული ბიზნესიდან სახელმწიფომ 416 მილიონი ევრო მიიღო.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close