newsსაქართველო

ბათუმის სანაპიროზე საზღვაო პარაშუტით ფრენას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული და რა გახდა პარაშუტის ჩამოვარდნის მიზეზი

ბათუმში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ 37 წლის ქალი შეიწირა.

საზღვაო პარაშუტი ბათუმის იახტკლუბიდან საღამოს შვიდ საათზე აფრინდა და დაახლოებით 200 მეტრის გავლის შემდეგ ზღვაში ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ საბედისწერო პარაშუტით კუვეიტელი ტურისტი ცოლ-ქმარი სარგებლობდა, რომელიც ბათუმში დასასვენებლად რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, ვარდნისას დაშავდა მისი მეუღლე, 39 წლის მამაკაციც. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს და სათანადო კვლევები ჩაუტარეს.

არსებული ინფორმაციით, საზღვაო პარაშუტი ქარმა დააზიანა, კატერზე მისაბმელი გვარლი გაწყდა და საფრენი მოწყობილობა სიმაღლიდან წყალში ჩავარდა.

იახტკლუბში ამტკიცებენ, რომ მოწყობილობა ტექნიკურად გამართული იყო და ტრაგედიის მიზეზად მხოლოდ უამინდობას ასახელებენ. იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები დაცული და შეიძლებოდა თუ არა უბედური შემთხვევის თავიდან აცილება, ამას გამოძიება დაადგენს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close