newsსაქართველო

თბილისში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ძლიერ ქართან ერთად პრობლემები შექმნა

თბილისში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ძლიერ ქართან ერთად პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა სამგორის, კრწანისისა და საბურთალოს რაიონებს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები. რამდენიმე მისამართზე ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ სახლებს.

მთელი ღამის განმავლობაში ყველა პრობლემურ ადგილზე იმყოფებოდნენ მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად. გაწმენდილია წაქცეული ხეებით ჩახერგილი გზები, მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა.

საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 ან დაუკავშირდნენ შესაბამისი რაიონის გამგეობას“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close