პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლის პირობები საბერძნეთში – ვინ სარგებლობს შეღავათებით?
დებატებმა 2027 წლიდან საპენსიო ასაკის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით საბერძნეთში პენსიაზე გასვლის განაცხადების ზრდა გამოიწვია, უმეტესად ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლის მოთხოვნით. სპეციალისტთა შეფასებებით, მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია უახლოეს წლებში გაძლიერდება, ნათქვამია გამოცემა News-ის სტატიაში. ამის შესახებ „პროტოთემა“ წერს.
ამასთან, არსებობს დაზღვეულთა გარკვეული კატეგორია, რომლებსაც შეუძლიათ შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ და ისინი გათავისუფლებულები არიან საერთო მოთხოვნებისგან საპენსიო ასაკთან დაკავშირებით.
კერძოდ, საუბარია, მაგ., არასრულწლოვანთა დედებზე, მძიმე და მავნე სამუშაოზე სახელმწიფო სექტორში, ბანკებში, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, კომუნალურ სამსახურებში, არმიაში დასაქმებულებზე.
News-ის პუბლიკაციის თანახმად, მამაკაცებს და ქალებს სრული პენსიის მიღების უფლება აქვთ შემდეგ პირობებში:
- სახელმწიფო სექტორში მუშაობის 35-წლიანი სტაჟის შემთხვევაში (κατοχύρωση το 2010); 2021 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა ჰქონდეთ შესრულებული 35 წელი სადაზღვევო სტაჟი (ენსიმების შეძენის ჩათვლითაც კი), აგრეთვე, უნდა იყვნენ არანაკლებ 58 წლის ასაკის.
- სახელმწიფო სექტორში მომუშავე დაზღვეულთათვის 36 წლის სტაჟის შემთხვევაში (κατοχύρωση το 2011); 2021 წლის 31 დეკემბრისთვის უნდა ჰქონდეთ შესრულებული 36 წელი სადაზღვევო სტაჟი, ენსიმების შეძენის ჩათვლითაც კი და 58 წლის ასაკი.
- სახელმწიფო სექტორში მომუშავე დაზღვეულებს 37-წლიანი სტაჟით, თუ მათ 31/12/2010-სთვის აქვთ 25-წლიანი სამუშაო სტაჟი, შეუძლიათ პენსიაზე გასვლა ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, მაგრამ 31/12/2021-ისთვის მათ უნდა ჰქონდეთ შესრულებული 37-წლიანი სადაზღვევო სტაჟი, ენსიმების შეძენის ჩათვლითაც კი.
- სახელმწიფო სექტორში მუშაობის მძიმე და მავნე პირობები: ასეთ სამუშაოზე დასაქმებულები პენსიაზე გადიან, თუ მთლიანობაში 12 წელი სადაზღვევო სტაჟი გამოიმუშავეს.
ნინო ბაჯელიძე
ამავე თემაზე: საბერძნეთში საპენსიო ასაკი 1,5 წლით გაიზრდება 2027 წლის შემდეგ
საბერძნეთი: 50 ენსიმით დაზღვევა უკვე შესაძლებელია!
საპენსიო ასაკი ევროპის ქვეყნებში – მოსალოდნელია თუ არა ზრდა?
კომენტარები