მსოფლიოსაზოგადოება

ევროპის საუკეთესო ქვეყნები პენსიაზე გასასვლელად

Moving to Spain-მა პენსიაზე გასვლისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყნები გამოავლინა. კომპანიამ რეიტინგი რამდენიმე ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შეადგინა, როგორიცაა: მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ცხოვრების ღირებულება, საცხოვრებელი ფასები, ვიზები, უსაფრთხოება, პლაჟები და ჯანდაცვა.

2023 წლის მონაცემებით, პენსიაზე გასვლისთვის საუკეთესო ევროპული ქვეყანა პორტუგალია აღმოჩნდა – ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანა ევროპაში, ცხოვრების დაბალი ღირებულებიდან გამომდინარე. SmartAsset-ის თანახმად, ცხოვრების საშუალო ღირებულება (ქირის გამოკლებით) ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით პორტუგალიაში თითქმის 29%-ით დაბალია.

Moving to Spain-ის 10-სკალიან ინდექსში პორტუგალიამ 7.83 ქულა დააგროვა. პორტუგალია ცნობილია თავისი ღვინითა და პორტებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, 22.6%-ს 65 წლის და ზემოთ ასაკის პირები შეადგენენ. აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ევროპის ქვეყნებში, 65 და მეტი ასაკის მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა საშუალოდ, 19.28%-ია.

რეიტინგის მეორე ადგილს, იტალიასთან ერთად, ესპანეთი ინაწილებს, თანაბარი – 7.31 ქულით. საშუალოდ, ესპანეთში ცხოვრების ღირებულება (ქირის გამოკლებით) აშშ-ისთან შედარებით 34%-ით უფრო დაბალია, გარდა ამისა, ქვეყნის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა. სიცოცხლის ხანგრძლივობით ესპანეთი, შვეიცარიის შემდეგ, ევროპაში მეორეა. ქვეყანა განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრიტანელ და ამერიკელ პენსიონერებში. ესპანეთის ქალაქი ბარსელონა კი 2023 წლის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა ყველაზე ბედნიერი დასვენებისთვის.

რაც შეეხება ასევე მეორეადგილოსან იტალიას, აღნიშნული ქვეყანაც ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობით ერთ-ერთი პირველია – 2021 წლის მონაცემებით, იტალიაში მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 83 წელია. გარდა ამისა, იტალიაში 65 წელზე მეტი ასაკის პირების პროცენტული რაოდენობა (23.7%) უფრო მაღალია, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ხოლო ცხოვრების საერთო ღირებულება (ქირის გამოკლებით) აშშ-ზე 14.7%-ით დაბალია. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტალიის ჯანდაცვის სისტემას მსოფლიოში საუკეთესო სისტემებს შორის მეორე პოზიციაზე ასახელებს.

პენსიაზე გასასვლელად ევროპის საუკეთესო ქვეყნების ათეული:

  1. პორტუგალია – 7.83 ქულა
  2. ესპანეთი – 7.31 ქულა
  3. იტალია – 7.31 ქულა
  4. საბერძნეთი – 6.7 ქულა
  5. ბულგარეთი – 6.39 ქულა
  6. საფრანგეთი – 5.53 ქულა
  7. სლოვენია – 5.36 ქულა
  8. ხორვატია – 5.35 ქულა
  9. მალტა – 5.35 ქულა
  10. ირლანდია – 5.15 ქულა

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close