მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის განკუთვნილი ბარათები ძალაში შევიდა

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლებისთვის განკუთვნილი სპეციალური საკრედიტო ბარათები დაინერგა მაღაზიებში პროდუქტების შესაძენად – ისინი ნაღდი ფულით აღარ გადაიხდიან, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების უმეტესობა.

გადახდის ბარათები ბუნდესტაგის მიერ გასულ თვეში მიღებული ახალი წესების შესაბამისად შემოიღეს.  ბარათების ეს სისტემა დაინერგა იმ მიზნით, რომ მიგრანტებმა მთავრობის მიერ გამოყოფილი ფული გერმანიის ფარგლებს გარეთ მყოფ ნათესავებსა და მეგობრებს არ გადაურიცხონ. როგორც Euronews-ი წერს, ამ ფულით თავშესაფრის მაძიებლები კონტრაბანდისტების მომსახურების საფასურსაც ხშირად იხდიან.

თავშესაფრის ერთ-ერთი მაძიებელი, ჯიჰად ამური ჩივის:

„მაღაზიაში რაღაცის ყიდვა ვცადე, მაგრამ მითხრეს, რომ ეს ბარათი მათთან არ მუშაობს. და კიდევ – ის არ მუშაობს მთელ გერმანიაში. თუმცა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან გერმანიაში საყიდლებზე არ ჩამოვსულვარ“.

კიდევ ერთი თავშესაფრის მაძიებელი, ერინდა ლაკა ამბობს:

„თანხის ნახევარს ნაღდი ფულის სახით იძლევიან, ნახევარი კი ბარათზე იდება. იმ ნახევრით, რაც ბარათზე დევს, შემიძლია ვიყიდო საკვები, მეორე ნახევრით [ნაღდი ფულით] კი ნებისმიერ მაღაზიაში შევიძინო ყველაფერი, რაც ჩემთვის და ბავშვებისთვის მჭირდება“.

ინოვაცია მიგრანტების უფლებების დამცველმა ჯგუფებმა გააკრიტიკეს და მას დისკრიმინაციული უწოდეს. გერმანიაში მოქალაქეები უფრო ხშირად მიმართავენ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყანაში. არასამთავრობო ორგანიზაცია Pro Asyl-ის უფლებადამცველი Wiebke Judith-ი ამბობს, რომ ფედერალური მიწების პრემიერ-მინისტრებს ამ ბარათების სისტემით მიგრაციის შეკავება სურთ, თუმცა ხალხი თავისი ქვეყნებიდან გამორბის სამოქალაქო ომისა და დევნის გამო და მათ გადახდის ბარათები ვერ შეაკავებს.

დევნილთა განსახლების ცენტრის დირექტორი თომას დრილინგი აღნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრები თავშესაფრის მაძიებლები დიდად არიან დამოკიდებულები ავტობუსებსა და მატარებლებზე, სადაც მათ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით შეუძლიათ გადახდა. იგი ამბობს, რომ თავადაც ნაღდი ფულის გამოყენება ურჩევნია. მისივე თქმით, ბევრი სხვადასხვა ეროვნების თავშესაფრის მაძიებლები ჰყავთ, რომლებმაც ბარათით გადახდა არ იციან. ეს მათთვის მეტისმეტად თანამედროვე სისტემაა.

გერმანია უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს მიგრაციის შეკავებას, ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კი ეს უკანასკნელი ღონისძიება – თავშესაფრის მაძიებელთა ბარათების შევიდა ძალაში.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: გერმანიაში მიგრანტების საგადახდო ბარათების ერთიან სტანდარტზე შეთანხმდნენ

გერმანიაში მიგრანტების საგადახდო ბარათების ერთიან სტანდარტზე შეთანხმდნენ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close