ვიდეომსოფლიო

სანკტ-პეტერბურგში ავტობუსი ხიდიდან მდინარეში გადავარდა – 7 მგზავრი დაიღუპა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ავტობუსი ხიდიდან მდინარე მოიკაში გადავარდა, რის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

როგორც რუსული მედია წერს, ავტობუსის მძღოლი ცუდად გახდა. ავტობუსმა მართვა დაკარგა, შემხვედრ ხაზზე გადავიდა, ორ მანქანას დაეჯახა, მკვეთრად შემობრუნდა, გზა გადაკვეთა, ჯებირი გაანგრია,  წყალში ჩავარდა და თითქმის მთლიანად ჩაიძირა.

თავდაპირველად ჩაძირულ ავტობუსში მყოფი ადამიანების დახმარება გამვლელებმა სცადეს, შემდეგ მათ მაშველები შეუერთდნენ.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო სოცქსელებში იუწყება, რომ სამაშველო ოპერაციაში 69 მაშველი და 18 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

მაშველებმა სალონიდან 8 ადამიანი გამოიყვანეს და მათ რეანიმირებას პირდაპირ ჩაძირული ავტობუსის სახურავზე ცდილობდნენ.

10-მდე მგზავრმა თავად მოახერხა ავტობუსის ფანჯრების ჩამტვრევა და სამშვიდობოს გამოსვლა.

პოლიციამ ავტობუსის მძღოლი, 44 წლის მამაკაცი დააკავა. იგი ეროვნებით ტაჯიკია, თუმცა რუსეთის მოქალაქეა. მძღოლი ახლა საავადმყოფოშია და მკურნალობას გადის.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close