საზოგადოებაეკონომიკასაბერძნეთი

საბერძნეთის პლაჟებზე შეზლონგები თითქმის აიკრძალა – რატომ?

ზაფხულის სეზონის წინ საბერძნეთმა მიიღო ახალი რეგულაციები, რომლებიც მკაცრს ნორმებს აწესებს პლაჟის გამოყენებისთვის. ახალი კანონი ითვალისწინებს, რომ ამ ქვეყნის ნებისმიერ პლაჟზე ტერიტორიის 70 პროცენტი შეზლონგებისგან თავისუფალი იქნება, რათა დასასვენებელი ადგილი ტურისტებისთვის უფრო ორგანიზებული გახდეს და მეტისმეტად არ გადაიტვირთოს. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

კანონში შეტანილი ცვლილებები განსაზღვრავს, რომ დაცულ ტერიტორიებზე პლაჟების 85 პროცენტი უფასოა და ეკოლოგიურად მგრძნობიარე ზონებში შეზლონგები სრულად აკრძალული იქნება. ამ ადგილებში შეიქმნება ე.წ. ხელუხლებელი პლაჟები, რომლებზეც შეზლონგების გამოყენება აიკრძალება. როგორც Politika წერს, ბოლო წლებში დიდ შეშფოთებას იწვევს ის, რომ სასტუმროებმა და სხვადასხვა ობიექტმა პლაჟების ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს და ტურისტებისთვის ძალიან მცირე ადგილს ტოვებენ. ამრიგად, შედარებით ხელმოკლე ტურისტები აღარ დაიჩაგრებიან და ყველა დამსვენებელი თანაბარ პირობებში იქნება პლაჟებზე თავისი ბიუჯეტის მიუხედავად.

ახალი წესების თანახმად, შეზლონგების განთავსება შესაძლებელი იქნება სანაპირო ზოლიდან არაუახლოეს 4 მეტრისა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ზღვა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

იცვლება ლიცენზიებისა და ნებართვების მინიჭების წესი, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა და სახელმწიფოს მეტი უნარი ჰქონდეს ამ კომპანიების გასაკონტროლებლად. როგორც ბერძნული მედია იტყობინება, ყველა ამ ღონისძიების შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომლის თქმითაც, საბერძნეთს, როგორც ტურისტულ ქვეყანას, სურს ამ ზაფხულს გადატვირთულობის პრობლემის გადაჭრას. მან მიუთითა იმ ფაქტზეც, რომ სანაპირო ზოლის დიდ ნაწილზე მდებარე მრავალრიცხოვანმა რესტორანმა პრობლემა შექმნა, რის გამოც დამსვენებლებისთვის სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება. ახალი რეგულაციები სამომავლოდ ლიცენზიების მიღებასაც არეგულირებს.

ბიზნესმენებს, რომლებიც პლაჟზე „ობიექტების“ გახსნას მოინდომებენ, სხვა მსურველებთან „ბრძოლა“ მოუწევთ – ადგილები კაფეების, რესტორნებისა და დასვენების სხვა ფასიანი ზონების მოსაწყობად აუქციონზე გაიყიდება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close