საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ლეგენდარული „ერისიონი“ მასშტაბური ევროპული საგასტროლო ტურნედან სამშობლოში ბრუნდებოდა…
სამშობლოში ბრუნდებოდა, აგრეთვე, „რაგბი ევროპის“ აწ უკვე 16-გზის გამარჯვებული საქართველოს ეროვნული ნაკრებიც პრესტიჟული ტურნირის თასით, რომელიც ბორჯღალოსნებმა წელს ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვეს…
ცეკვა-სიმღერის „ჩემპიონები“ და რაგბის ჩემპიონები ერთმანეთს თვითმფრინავის ბორტზე შეხვდნენ და ქართული „მრავალჟამიერიც“ ზეცას მისწვდა…
კომენტარები